მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ქონებას ფლობს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული მიხეილ კიკნაძე?
რა ქონებას ფლობს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული მიხეილ კიკნაძე?

რა ქონებას ფლობს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული მიხეილ კიკნაძე?

BM.GE29 ივლისი, 2026, 19:24|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026 წლის 28 ივლისის ბრძანებით, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დაინიშნა, რომელიც დროებით მინისტრის მოვალეობას შეასრულებს. უწყების ინფორმაციით, მიხეილ კიკნაძე პროფესიით ეკონომისტია და მას საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2025 წლიდან მიხეილ კიკნაძე კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობს. კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციაზე დანიშვნამდე მიხეილ კიკნაძეს სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

დღეს უკვე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის ივლისში აქვს შევსებული და 2024 წლის მდგომარეობას ასახავს.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიხეილ კიკნაძე 2024 წლის განმავლობაში იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოს რკინიგზაში ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, რისთვისაც 45 575 ლარის ხელფასი აიღო, დეკემბერში კი კომპანია „ჯიარ ტრანზიტ ლაინში“ შიდა მონიტორინგის მენეჯერი იყო და ხელფასის სახით 4 116 ლარი აიღო.

კიკნაძეს 2025 წლის დეკლარაცია ჯერ საჯარო არ არის, თუმცა 2024 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მას მითითებული აქვს, რომ 2025 წლის ივნისში 16 000 დოლარად მსუბუქი ავტომანქანა Toyota Camry შეიძინა.

2024 წლის მდგომარეობით ის ფლობს თბილისში წყნეთის გზატკეცილზე 74 კვ.მ.-ის ბინას და ავტოფარეხს. ბინა მან 2015 წელს 47 000 დოლარად, ხოლო ავტოფარეხი 2017 წელს 7 000 დოლარად იყიდა.

მის საკუთრებაშია მცხეთაში სოფელ ბიწმენდში 2022 წელს 15 330 დოლარად ნაყიდი 730 კვ.მ.-ის მიწა

მისი ცოლი ია ფილიშვილი თბილისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 78.3 კვ.მ-ის ბინას ფლობს, რომელიც 2019 წელს 33 534 დოლარად აქვს ნაყიდი; ნუცუბიძის III მ/რ-ში 27 კვ.მ.-ის ბინას, რომელიც 2009 წელს 40 000 დოლარად იყიდა. ასევე საგურამოში მის საკუთრებაშია 2 900 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთი.

ცნობისთვის, კულტურის უკვე ყოფილი მინისტრი თინათინ რუხაძე გუშინ "პირადი განცხადების საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" გადადგა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვებს ლილუაშვილის მეუღლე უპასუხებსტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BM.GE

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

BM.GE

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

BM.GE

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

BM.GE