მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა სანქცია დაეკისრება ბიზნესს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირების დარღვევისთვის? - კანონპროექტი
რა სანქცია დაეკისრება ბიზნესს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირების დარღვევისთვის? - კანონპროექტი

რა სანქცია დაეკისრება ბიზნესს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირების დარღვევისთვის? - კანონპროექტი

BM.GE16 ივნისი, 2026, 12:23|bm.ge

მთავრობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირებას გეგმავს, რომლის დარღვევისთვისაც ბიზნესსი თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებს, გამეორებისთვის კი 5-დან 30 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრება.

კანონპროექტი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ კანონში საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა და მისი განხილვა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

კანონპროექტის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი მთავრობა. მისი მიღების შემთხვევაში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი დარეგულირდება და მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს შესაბამისი წესი და პირობები. რეგულირება შეეხება შესაბამისი პროდუქტების იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს და რეალიზატორებს.

კანონპროექტის მიღების შემდეგ მის აღსრულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. ცვლილებები შედის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსშიც", რომლის მიხედვით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების დარღვევა პირველ შემთხვევაში იწვევს ბიზნესოპერატორის გაფრთხილებას; განმეორების შემთხვევაში იწვევს 5 000 ლარის ოდენობის დაჯარიმებას, ხოლო სამართალდარღვევის პირველი გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში მესამედ და მეტჯერ განმეორების შემთხვევაში კი 30 000 ლარით დაჯარიმებას.

მთავრობამ 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების“ დამტკიცება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტი გარდამტეხი მნიშვნელობისაა და ქართულ-სერბულ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს - კობახიძე

ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტი გარდამტეხი მნიშვნელობისაა და ქართულ-სერბულ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს - კობახიძე

BM.GE

SpaceX-მა რეკორდულ $2.5 ტრილიონს გადააჭარბა და რეიტინგში უკვე Amazon-ს უახლოვდება

SpaceX-მა რეკორდულ $2.5 ტრილიონს გადააჭარბა და რეიტინგში უკვე Amazon-ს უახლოვდება

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

განაახლე ტექნიკა  “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

განაახლე ტექნიკა  “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

BM.GE