
SpaceX-მა რეკორდულ $2.5 ტრილიონს გადააჭარბა და რეიტინგში უკვე Amazon-ს უახლოვდება
Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ისტორიული IPO-ს შემდეგ, ილონ მასკის SpaceX-მა, გასულ სავაჭრო სესიაზე, 20%-იანი ზრდა დააფიქსირა და მისმა შეფასებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს, $2.5 ტრილიონს გადააჭარბა.
ამ მაჩვენებლით კოსმოსურმა კომპანიამ ტაივანურ TSMC-ის გადაუსწრო და უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა დღეს, ბირჟის გახსნამდე ის უკვე აჩვენებს 10%-იან ზრდას და თუ დღევანდელი სესია ამ შედეგით დაიხურება, მაშინ SpaceX-ის კაპიტალიზაცია $2.75 ტრილიონს მიაღწევს და ის რეიტინგში Amazon-ს გადაუსწრებს.
შედარებისთვის, გასული წელი Amazon-მა $747 მილიარდის შემოსავლით დახურა, ხოლო SpaceX-ის შემოსავალი ამავე პერიოდში სულ რაღაც $18 მილიარდი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია, რომელსაც 41.5-ჯერ ნაკლებ შემოსავალს აგენერირებს, ინვესტორების მიერ ამჟამად უფრო ძვირად არის შეფასებული, ვიდრე ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული ტექნოლოგიური გიგანტი.
BM.GE
წყარო: bm.ge