
რა შემოსავალი აქვს ონლაინ-კაზინო "ევროპაბეთს"? - 2025 წლის ანგარიში
შპს „ევროპაბეთმა“ 2025 წელი 169.3 მილიონი ლარის შემოსავლით დაასრულა, თუმცა კომპანიის წმინდა მოგება წინა წელთან შედარებით 28.8%-ით შემცირდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა 2025 წელს 169.34 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 166.79 მილიონ ლართან შედარებით. ზრდამ 2.55 მილიონი ლარი, ანუ 1.53% შეადგინა.
შემოსავლის ძირითადი წყარო კვლავ ონლაინ კაზინოს მიმართულება იყო. ამ სეგმენტიდან მიღებულმა შემოსავალმა 121.29 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3.75%-ით მეტია.
მეორე უმსხვილესი მიმართულება ონლაინ ტოტალიზატორი იყო, თუმცა ამ ნაწილში შემოსავალი შემცირდა. სპორტული ფსონებიდან მიღებულმა შემოსავალმა 39.41 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 41.16 მილიონ ლართან შედარებით - კლება 4.24%.
P2P თამაშებიდან მიღებული შემოსავალი 2.74 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც წლიურად 15.1%-იანი კლებაა, ხოლო სხვა შემოსავალი 5.9 მილიონ ლარს გაუტოლდა - ზრდა 7.1%.
„ევროპაბეთი“ საქართველოში 2009 წლიდან ოპერირებს და მისი საქმიანობა მოიცავს ონლაინ კაზინოს, ონლაინ ტოტალიზატორს, სლოტ თამაშებს, პოკერსა და P2P თამაშებს. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე შვედეთის საფონდო ბირჟაზე ლისტინგირებული Betsson AB-ია.
ანგარიშის თანახმად, 2025 წელს თამაშთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯი 48.07 მილიონი ლარი იყო, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 4.4%-ით მეტია.
• თამაშების მომწოდებლების ლიცენზიების საფასური — 25.39 მილიონი ლარი; • გადახდის სისტემების საკომისიოები — 19.09 მილიონი ლარი; • პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ხარჯები — 3.6 მილიონი ლარი.
თანამშრომელთა ანაზღაურების ხარჯმა 25.93 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.3%-ით მეტია. კომპანიის საშუალო თანამშრომელთა რაოდენობა 2025 წელს 244 ადამიანი იყო, 2024 წელს კი - 249.