მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა შემთხვევაში შეძლებენ მშობლები სასკოლო ფორმის უკან დაბრუნებას/გადაცვლას? - დადგენილება
რა შემთხვევაში შეძლებენ მშობლები სასკოლო ფორმის უკან დაბრუნებას/გადაცვლას? - დადგენილება

რა შემთხვევაში შეძლებენ მშობლები სასკოლო ფორმის უკან დაბრუნებას/გადაცვლას? - დადგენილება

BM.GE12 აგვისტო, 2026, 14:46|bm.ge

მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება ექნება, საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლისთვის შეძენილი ან უფასოდ მიღებული სასკოლო ფორმის ტანსაცმელი გადაცვალოს ან დააბრუნოს მიღებიდან/შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის მიხედვით, ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი:

• ქარხნული წუნის (დეფექტის) აღმოჩენისას; • ზომის შეუსაბამობისას.

ამასთან, წესი რამდენიმე მნიშვნელოვან შეზღუდვასა და პირობას აწესებს:

• ერთჯერადი ლიმიტი ზომაზე: ზომის შეუსაბამობის გამო მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ტანსაცმელს ქარხნული წუნი აღმოაჩნდება. • საქონლის მდგომარეობა: გადაცვლის ან დაბრუნებისას ტანსაცმელი უნდა იყოს სრულიად დაუზიანებელი, შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, ეტიკეტი და არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების (ტარების) არანაირი კვალი. • სად უნდა მიმართოთ: გადაცვლის ან დაბრუნების მიზნით მშობელმა უნდა მიმართოს შესაბამის რეალიზების პუნქტს ან სამინისტროს მიერ დაფუძნებულ შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“.

თუ მშობლის მიერ დარღვეული იქნება 14-დღიანი ვადა ან ტანსაცმლის მდგომარეობის პირობები, შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ უფლება აქვს, უარი თქვას ფორმის გადაცვლასა თუ დაბრუნებაზე.

შეგახსენებთ, სასკოლო ფორმების დამზადებას, შესყიდვას, დასაწყობებას, აღრიცხვასა და რეალიზაციას/გადაცემას განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ განახორციელებს.

ფორმების ყიდვა შესაძლებელი იქნება:

• შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ განსაზღვრული ფიზიკური სივრცეებიდან (რეალიზების პუნქტები/გაცემის ცენტრები); • სპეციალური ვებგვერდიდან, ონლაინგაყიდვის საშუალებით.

ანგარიშსწორება განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ფორმით (საბანკო ტერმინალით ან შესაბამის სახაზინო კოდზე გადარიცხვით).

მთავრობის მიერ დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის ბენეფიციარები სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მიიღებენ.

ერთი სასწავლო წლის განმავლობაში უფასო კომპლექტში შედის:

• ბიჭისთვის: 1 პიჯაკი და 2 შარვალი; • გოგოსთვის: 1 პიჯაკი, 1 შარვალი და 1 ქვედაკაბა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

GCCA-მ საქართველოში Bolt-ის ოპერატორი „სმარტლი“ 59 871 ლარით დააჯარიმა - მიზეზები

GCCA-მ საქართველოში Bolt-ის ოპერატორი „სმარტლი“ 59 871 ლარით დააჯარიმა - მიზეზები

BM.GE

სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა

სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა

BM.GE

ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს

ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს

BM.GE

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო

BM.GE