მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები

რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები

BM.GE6 აგვისტო, 2026, 16:51|bm.ge

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატს ავლენს და მათ როგორც სწავლის, ასევე სწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს უფინანსებს. 2027–2028 სასწავლო წლის პროგრამაზე განაცხადების მიღება 4 აგვისტოს დაიწყო და 6 ოქტომბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ლუკა ხუნდაძე გვესაუბრება.

ლუკა მეწარმეობისა და ინოვაციების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ლონდონში, ბირბეკის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლობს. ის სარეკლამო სააგენტო Quick-ის თანადამფუძნებელია.

როგორც იხსენებს, Chevening-ის კონკურსანტობა რაღაც კუთხით ამ სფეროში მუშაობას ჰგავს:

“ჩემი საქმიანობა მეწარმეობასა და მარკეტინგთან ერთდროულად მაკავშირებს. ორივე სფეროში წარმატება ძალისხმევაზე, ჟინზე, სიჯიუტეზეა დამოკიდებული, მაგრამ რჩება რაღაც ნაწილი, რომელშიც უნდა გაგიმართლოს. Chevening-ის კონკურსიც კრეატიულ ინდუსტრიას ჰგავს, აქაც წარმატების დიდი წილი დისციპლინაზეა დამოკიდებული, რამდენ დროს დაუთმობ ესეს გადაწერას, ინტერვიუს მოდელირებას. თუმცა რამდენჯერაც უნდა გაიმეორო ეს ყველაფერი, მაინც რჩება რაღაც ნაწილი, სადაც უნდა გაგიმართლოს”, - გვიყვება ლუკა.

CHEVENING-ის აპლიკაციის ერთ-ერთი კითხვა სამომავლო გეგმების შესახებაა. ამიტომ საჭიროა, ყველა აპლიკანტს ჰქონდეს ჩამოყალიბებული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას საკუთარ ქვეყანაში. ლუკას სურს, ბრიტანული სტანდარტები ქართულ ბაზარზე დაამკვიდროს და მარკეტინგული და სტარტაპ ეკოსისტემების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით კი აპლიკანტებს ურჩევს, მაქსიმალურად გაიზიარონ აპლიკანტების გამოცდილება.

“ყველას ვურჩევდი, მაქსიმალურად გამოიყენონ ციფრული პლატფორმები, უყურონ სტიპენდიატების ვიდეოებს YouTube-ზე, სადაც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. CHEVENING-ის მიზანია, იპოვოს ადამიანები, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში შეიტანენ წვლილს. დრო და სიტყვების რაოდენობა კი შეზღუდულია, ამიტომ სულ 1200 სწორი და საჭირო სიტყვა უნდა იპოვო და ისე მოჰყვე ამბავს. პროცესი რთულია, მაგრამ საინტერესო. აუცილებლად ყველამ უნდა სცადოს ბედი, ვისაც საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურს”, - გვიზიარებს ლუკა.

კითხვაზე - დღევანდელი გადმოსახედიდან რას გააკეთებდა ლუკა სხვანაირად აპლიკაციის შევსების პროცესში, გვპასუხობს:

“CHEVENING-ის აპლიკაცია ისე არის შედგენილი, რომ ოთხივე ესე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ყველა მათგანის წერისას საკუთარი თავის ისეთი გადმოსახედიდან დანახვა გვიწევს, რომელზეც მანამდე არასდროს გვიფიქრია. სააპლიკაციო პერიოდში ყველაზე მეტად ფორმალური და ნაკლებად მნიშვნელოვანი ამ ოთხ ესეს შორის მეგონა ის, რომელშიც ვწერთ, რატომ გადავწყვიტეთ დიდ ბრიტანეთში სწავლა. ამ ერთ წელში მივხვდი, რომ ეს ესეც ისეთივე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, როგორც დანარჩენი სამი. ბრიტანეთი ძალიან ბევრნაირია და იმის მიხედვით, როგორი ადამიანი ხარ და რა ინტერესები გაქვს, სხვადასხვა შესაძლებლობებს გთავაზობს. აპლიკაციას ახლა თავიდან რომ ვავსებდე, გაცილებით დიდ დროს დავუთმობდი წინასწარ ბრიტანეთზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას და ბევრად ადრე, ჩამოსვლამდე, ვიპოვიდი ლონდონის იმ მხარეს, რომელიც ჩემთვის აქ ჩამოსვლის შემდეგ ყველაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა”.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Report: აზერბაიჯანელ მძღოლებს საქართველოს საბაჟოზე კვირების განმავლობაში აჩერებენ - საკითხში საელჩო ჩაერთო

Report: აზერბაიჯანელ მძღოლებს საქართველოს საბაჟოზე კვირების განმავლობაში აჩერებენ - საკითხში საელჩო ჩაერთო

BM.GE

ელექტროსისტემა მონაცემთა ბაზებს აახლებს - 457 000 ლარის ტენდერი

ელექტროსისტემა მონაცემთა ბაზებს აახლებს - 457 000 ლარის ტენდერი

BM.GE

მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა

მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა

BM.GE

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ₾7.8 მილიონი დაემატა - ახალი ტენდერები ტროტუარებისთვის

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ₾7.8 მილიონი დაემატა - ახალი ტენდერები ტროტუარებისთვის

BM.GE