მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ვიცით ლატვიელ ინვესტორზე, რომელმაც ₾61 მილიონით საქართველოში ახალი ბანკი დააფუძნა
რა ვიცით ლატვიელ ინვესტორზე, რომელმაც ₾61 მილიონით საქართველოში ახალი ბანკი დააფუძნა

რა ვიცით ლატვიელ ინვესტორზე, რომელმაც ₾61 მილიონით საქართველოში ახალი ბანკი დააფუძნა

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 22:15|bm.ge

საქართველოს საფინანსო სექტორს ახალი კომერციული ბანკი შეემატა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განკარგულების შესაბამისად, სს „ნეო ქართულ ჯგუფს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიენიჭა. შედეგად, საქართველოში საბანკო ლიცენზიის მქონე სუბიექტების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

საჯარო რეესტრისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, ახლადლიცენზირებული საბანკო ინსტიტუტის განთავსებული კაპიტალი 61.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სრულად ფულადი სახით არის შევსებული და აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.

სს „ნეო ქართული ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი მშობელი კომპანია სს „ქართული პირველი ციფრული ჯგუფია“. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის ერთპიროვნული მესაკუთრე ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქე იურის ლეონენკოა. ბიზნეს რეესტრის თანახმად, ბანკის დამფუძნებელი და 100%-ის მფლობელი, იურის ლეონენკო საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კომპანიაში იკავებდა სამეთვალყურეო საბჭოებში თანამდებობებს, კერძოდ კი 2018 წლიდან არის კომპანია "ასკანგელ ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მისი უმსხვილესი აქციონერი, ასევე 2019-2023 წლებში იყო კომპანია "რუსთავოილის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2016-2018 წლებში იყო ბალტიის საერთაშორისო ბანკის უფროსი კორპორატიული ბანკირი, 2011-2015 წლებში კი VTB-ის საკუთრებაში არსებული, კვიპროსის RCB Bank-ში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს. გარდა ამისა, ლეონენკო იკავებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას კომპანია PulseOn-ში, რომელიც სამედიცინო აპარატურის მწარმოებელია. გარდა ამისა, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ლეონენკო არის 2014 წელს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შპს "უძრავი ქონების მართვის კომპანიის" 100%-ის მფლობელი და დირექტორი. ასევე 2024 წელს რეგისტრირებული კომპანიის შპს "მოლგეო ინვესტის" 100%-ის წილის მფლობელი.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, სს "ნეო ქართული ჯგუფი" 2025 წლის სექტემბერში დაფუძნდა, მისი 100%-ის მფლობელი სააქციო საზოგადოება "ქართული პირველი ციფრული ჯგუფი" კი 2025 წლის აპრილში. ჯგუფი ამ დრომდე საბანკო ლიცენზიის განაცხადზე დასტურის მიღებას ელოდა, ლიცენზიის მიღების შემდეგ კი უკვე შეეძლება საბანკო საქმიანობის დაწყება.

ახალი ბანკის მმართველი გუნდი და მენეჯმენტი უკვე დაკომპლექტებულია. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იურის ლეონენკო იკავებს, ხოლო მისი მოადგილე გრიგორი მორჩილაძეა, რომელიც ამავდროულად ფორსაით ინვესტმენტ გრუპის დამფუძნებელი, ასევე საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეა. სამეთვალყურეო საბჭოს მესამე წევრია თამარ ტყეშელაშვილი, რომელიც 2021-2024 წლებში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, 2025 წლიდან კი საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრია. რაც შეეხება აღმასრულებელი დირექტორატის შემადგენლობას, გენერალური დირექტორის პოსტზე კახაბერ კოდუა დაინიშნა, რომელიც სხვადასხვა წლების განმავლობაში VTB Bank-ში საქმიანობდა, ფინანსური დირექტორის თანამდებობას თეონა გიორგობიანი იკავებს, ხოლო რისკების მართვის მიმართულებას ლაშა მაზანაშვილი უხელმძღვანელებს.

BMG დაუკავშირდა ბანკის გენერალურ დირექტორს, კახაბერ კოდუას, რომელიც აღნიშნავს რომ საბანკო ლიცენზიის მიღების და ბანკის სტრატეგიის შესახებ უახლოეს მომავალში გააკეთებენ განცხადებას.

დამტკიცებული წესდების მიხედვით, „ნეო ქართული ჯგუფი“ ბაზარზე სრულფასოვანი საბანკო და საფინანსო მომსახურებით წარდგება. ბანკი განახორციელებს დეპოზიტების მოზიდვას, სამომხმარებლო, იპოთეკური და კომერციულ დაკრედიტებას, საგადახდო ბარათების გამოშვებასა და ონლაინ ანგარიშსწორებას. გარდა სტანდარტული საბანკო პროდუქტებისა, ეროვნული ბანკის რეგულაციების შესაბამისად, ინსტიტუტი გეგმავს ვირტუალური აქტივების (კრიპტოაქტივების) კონვერტაციას, გადაცემასა და შენახვასთან დაკავშირებული სერვისების განვითარებასაც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რომელმაც

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს პასუხობს: ზოგიერთი საჯაროდ გამოდის ამაზრზენი ბრალდებებით და არ ითვალისწინებს ოჯახის მდგომარეობას. ჩვენი მწუხარება არავის აძლევს უფლებას, გარდაცვლილის ღირსებას შეეხოსრუსთავი 2
  • პრემიერი: იმედიც კი არ არსებობდა, ისეთი ავტორიტარული რეჟიმი იყო შექმნილი და ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, პირველ რიგში გააჩინა იმედი უმძიმეს მდგომარეობაში და ეს იმედი აქცია რეალობად, როდესაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები. ამ არჩევნების და პირველი ოქტომბრის გამარჯვების მთავარი შედეგი იყო დემოკრატიული გარდატეხა, ხალხისთვის თავისუფლების და ღირსების დაბრუნებაიმედი
  • პენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულაფორმულა
  • ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდატვ პირველი
რომელმაც →ბანკის →

მსგავსი სტატიები

რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 22%-ით შემცირდა

რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 22%-ით შემცირდა

BM.GE

"Zolotaia Korona-ს გაჩერებით თანხების გადმორიცხვის შემცირება ქვეყნის ეკონომიკას არ დასტყობია“ - საბანკო ასოციაციაში მიზეზს განმარტავენ

"Zolotaia Korona-ს გაჩერებით თანხების გადმორიცხვის შემცირება ქვეყნის ეკონომიკას არ დასტყობია“ - საბანკო ასოციაციაში მიზეზს განმარტავენ

BM.GE

რაჭაში რთველისთვის ემზადებიან - წელს საპროგნოზო მოსავლიანობა 10-15%-ით ნაკლებია

რაჭაში რთველისთვის ემზადებიან - წელს საპროგნოზო მოსავლიანობა 10-15%-ით ნაკლებია

BM.GE

რუსეთის სასამართლომ Google-ი და Telegram-ი $45,000-ით დააჯარიმა

რუსეთის სასამართლომ Google-ი და Telegram-ი $45,000-ით დააჯარიმა

BM.GE