მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რაჭა კვლავ რჩება "პერსპექტივების მხარედ" - რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი რეგიონში | "ონუკა"
რაჭა კვლავ რჩება "პერსპექტივების მხარედ" - რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი რეგიონში | "ონუკა"

რაჭა კვლავ რჩება "პერსპექტივების მხარედ" - რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი რეგიონში | "ონუკა"

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 22:09|bm.ge

მიმდინარე წელს რაჭაში აქტიური ტურისტული სეზონი განახევრდა და პიკურმა პერიოდმა მხოლოდ სამი კვირა გასტანა - ამის შესახებ bm.ge-ს ონში მდებარე კაფე "ონუკას" დამფუძნებელმა, გვანცა რეხვიაშვილმა რეგიონში არსებულ ტურისტულ გამოწვევებზე საუბრისას განუცხადა.

"ნამდვილად არ გვქონია ილუზია, რომ რაჭა ოთხი სეზონის ადგილია, მაგრამ მსგავს სეზონურობას მაინც ვერ წარმოვიდგენდით. შარშან თუ სეზონი თვე-ნახევარი იყო, წელს ზუსტად 3 კვირა გაგრძელდა - 10 აგვისტოდან დაიწყო და 28 აგვისტოს, მარიამობას დასრულდა. 9 აგვისტომდე ქუჩები სრულიად ცარიელი იყო, მარიამობის შემდეგ კი რეგიონი ისევ ერთიანად დაიცალა. ის სამი კვირა ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბიზნესმა ეს სამკვირიანი შემოსავალი მთელ წელზე უნდა გადაანაწილოს, რაც ურთულესია", - ამბობს რეხვიაშვილი.

სეზონის ასეთ სიმცირეზე ნაწილობრივ უამინდობამაც იმოქმედა, თუმცა მთავარი გამოწვევა დამსვენებლების სტრუქტურაა. ზაფხულის პიკურ პერიოდში ვიზიტორთა 80%-ს ქართველები შეადგენდნენ - ძირითადად ისინი, ვისაც რაჭაში ფესვები, საკუთარი სახლი ან ახლობლები ჰყავს.

გვანცა რეხვიაშვილის თქმით, უცხოელი ტურისტები (გერმანიიდან, ავსტრალიიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან) რეგიონში ძირითადად შემოდგომაზე გამოჩნდნენ - ამჟამად მომხმარებლების 95%-ზე მეტი სწორედ უცხოელია. თუმცა, განსხვავებით თბილისისა და სხვა ტურისტული ცენტრებისგან, აზიის ქვეყნებიდან რაჭაში ტურისტული ნაკადები საერთოდ არ ფიქსირდება.

"ონუკას" დამფუძნებელი მიიჩნევს, ადგილობრივი მოსახლეობა ტურიზმში ჩართვას მაქსიმალურად ცდილობს - იხსნება მცირე კაფეები და საოჯახო სასტუმროები, თუმცა ეს პროცესი თითქმის ექსკლუზიურად პირადი რესურსებით ხდება და მათ ხელშეწყობა არ აქვთ.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით წყალმომარაგების კუთხით ვითარება გამოსწორდა (შარშან ზაფხულში წყლის გრაფიკის გამო დამსვენებლებმა რეგიონი ნაადრევად დატოვეს), წელს ერთ-ერთი გამოწვევა ინფორმაციის მართვა აღმოჩნდა.

ამბროლაურიდან ონისკენ მიმავალ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ შემდეგ შექმნილმა გაურკვევლობამ ვიზიტორების ნაკადი შეაფერხა, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ალტერნატიული მარშრუტის უსაფრთხოების შესახებ სათანადო კომუნიკაცია არ მომხდარა:

"არ მგონია, რომ თავად გზა იყო პრობლემა - ზაფხულისთვის შემოვლითი გზა გაკეთდა, საკმაოდ დროზე მოაბილიზეს და ის სრულიად უსაფრთხო იყო. პრობლემა იყო ინფორმაციის სწორი გავრცელება. როცა გზა ჩამოიშალა, ატყდა პანიკა და ცუდი ამბავი სწრაფად გავრცელდა. მაგრამ ის, რომ ალტერნატიული გზა გაკეთდა და საფრთხის შემცველი არ იყო, შესაბამის ორგანოებს აღარ გაუვრცელებიათ. ხალხი დარჩა ინფორმაციულ ვაკუუმში, რამაც ბევრი დამსვენებელი დააფრთხო", - ამბობს "ონუკას" დამფუძნებელი.

ბიზნესის შეფასებით, რეგიონს ე.წ. "გამვლელი ტურისტიც" აკლია - ვიზიტორი, რომელიც ქუჩაში უბრალოდ სეირნობს და ობიექტებში შემთხვევით შედის. დღეს სტუმრები "ონუკაში" მხოლოდ წინასწარ, ონლაინ შეფასებების მოძიების შემდეგ მიდიან.

"რაჭა კვლავ რჩება "პერსპექტივების მხარედ" და ეს ძალიან მწყინს, რადგან ჯერჯერობით ვერ ვხედავთ გზას ამ პერსპექტივების ამოქმედებისკენ. ტურისტები, რომლებიც ერთხელ ჩამოდიან, უზომოდ კმაყოფილები რჩებიან და უკან ბრუნდებიან, თუმცა რეგიონს არ აქვს შესაბამისი ცნობადობა.

ყველაფერი, რაც კეთდება, ისევ იმ ადამიანების ზურგზე და ენთუზიაზმზე დგას, ვინც ამ ობიექტებს ქვემოთ ვართ. ხალხი საკუთარი ხარჯით აკეთებს საოჯახო სასტუმროებს, მაგრამ არ მოდის სტუმრების ის რაოდენობა, რაც აქაურობას სჭირდება. პირველ რიგში, აუცილებელია სწორი მარკეტინგი - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ადგილი არსებობს, რომ აქ უამრავი საინტერესო ტურისტული მარშრუტია", - აცხადებს გვანცა რეხვიაშვილი.

ქალაქ ონში რეგიონის პირველი specialty ტიპის კაფე "ონუკა" 2025 წლის ივნისიდან ოპერირებს. ქოფი შოპი 5 ადამიანს ასაქმებს და სტუმრებს პრემიუმ სახეობის ჩაის, ყავას, კოტქეილებსა და დესერტებს სთავაზობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კორუფცია მსოფლიოსა და საქართველოში - ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები

კორუფცია მსოფლიოსა და საქართველოში - ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები

BM.GE

„დაფნამ“ ფასები საშუალოდ 10%-ით გაზარდა - რა გამოწვევა აქვს ბიზნესს?

„დაფნამ“ ფასები საშუალოდ 10%-ით გაზარდა - რა გამოწვევა აქვს ბიზნესს?

BM.GE

პენეტრაცია მზარდია, მაგრამ არა იმ მაჩვენებლით, როგორც მოზიდული პრემიებია გაზრდილი - ბბ დაზღვევა

პენეტრაცია მზარდია, მაგრამ არა იმ მაჩვენებლით, როგორც მოზიდული პრემიებია გაზრდილი - ბბ დაზღვევა

BM.GE

კატელანის კიდევ ერთი ბანანი აუქციონზე გაიყიდება - ამჯერად საქველმოქმედო მიზნით

კატელანის კიდევ ერთი ბანანი აუქციონზე გაიყიდება - ამჯერად საქველმოქმედო მიზნით

BM.GE