მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რაგბის კავშირი World Rugby-ს სანქციებს ეთანხმება და ანტიდოპინგურ რეფორმას იწყებს - განცხადება
რაგბის კავშირი World Rugby-ს სანქციებს ეთანხმება და ანტიდოპინგურ რეფორმას იწყებს - განცხადება

რაგბის კავშირი World Rugby-ს სანქციებს ეთანხმება და ანტიდოპინგურ რეფორმას იწყებს - განცხადება

BM.GE13 მაისი, 2026, 14:01|bm.ge

საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრებში ანტიდოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.

დარღვევების გამო, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიკაცია მიესაჯა ნაკრების ექვს მოთამაშესა და პერსონალის ერთ წევრს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსოფლიო რაგბიმ არასათანადო ქცევის ბრალდება უშუალოდ საქართველოს რაგბის კავშირსაც წარუდგინა.

საქართველოს რაგბის კავშირში აცხადებენ, რომ ისინი ეთანხმებიან მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებას და სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან. კავშირმა, ფულად ჯარიმასთან ერთად, აიღო ვალდებულება, გაატაროს მასშტაბური რეფორმა ანტიდოპინგური განათლების მიმართულებით.

"საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, World Rugby-მ არასათანადო ქცევის ბრალდება წარადგინა საქართველოს რაგბის კავშირის მიმართაც.

კავშირი დაეთანხმა მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ჯარიმასთან ერთად მიიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ანტი-დოპინგური განათლების მიმართულებით.

პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს მსოფლიო რაგბისთან. ანტი-დოპინგური განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, გატარებულია გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები.

საქართველოს რაგბის კავშირი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, ქართულ რაგბში ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი", - წერს ორგანიზაცია.

დისკვალიფიცირებულთა სია ასე გამოიყურება:

• მერაბ შარიქაძე (ნაკრების ყოფილი კაპიტანი): 11 წლით დისკვალიფიკაცია (სქემაში მონაწილეობისთვის); • ნუცა შამათავა (გუნდის ყოფილი მთავარი ექიმი): 9 წლით დისკვალიფიკაცია; • გიორგი ჭყოიძე: 6 წლით დისკვალიფიკაცია; • ლაშა ხმალაძე, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე: 3-3 წლით დისკვალიფიკაცია; • ლაშა ლომიძე: 9-თვიანი დისკვალიფიკაცია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კავშირი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელისნეტგაზეთი
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 8 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა მიმალვა შეძლოტვ პირველი
  • მეცნიერებმა ინტერნეტდამოკიდებულებასა და ცუდ განწყობას შორის კავშირი გამოავლინესიმედი
კავშირი →

მსგავსი სტატიები

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE