მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 5 მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ბიუჯეტი ₾11 მლნ-ია
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 5 მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ბიუჯეტი ₾11 მლნ-ია

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 5 მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ბიუჯეტი ₾11 მლნ-ია

BM.GE21 მაისი, 2026, 23:45|bm.ge

"რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის თბილისსა და ქუთაისში ხუთი სარაგბო მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს", - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია თბილისში, ავჭალისა და შევარდენის სტადიონებზე, ასევე ქუთაისში "აიას" სარაგბო კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე.

პროექტები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ფასადებისა და განათების სისტემების განახლებას, ასევე გარე და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას.

სტადიონებზე მოეწყობა უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნების გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.

განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოში საერთაშორისო დონის სარაგბო ღონისძიებების ჩატარებას უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უზრუნველყოფს როგორც სპორტსმენებისთვის, ისე გულშემატკივრებისა და მაყურებლებისთვის.

"მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ და მისმა მოადგილემ შოთა ანდრიაძემ შევარდენის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ხუთივე სტადიონზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს, რათა ინფრასტრუქტურული პროექტები დადგენილ ვადებში დასრულდეს და ობიექტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მზად შეხვდეს ჩემპიონატს", - ნათქვამია პრესრელიზში.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის ღირებულებაზე ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა აპრილში "რადიო თავისუფლება" შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერდა, რომ დედაქალაქსა და ქუთაისში რაგბის სტადიონებზე ბალახის დათესვაში, რეაბილიტაციასა და სპორტული მოედნების მოვლაში 11 081 769 ლარი დაიხარჯებაოდა. სამუშაოები 2026 წლის 20 ივნისამდე უნდა დასრულდეს, რათა მზად იყოს 20 წლამდე ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად.

მედიის ცნობით, სამუშაოები ჩატარდება:

• ქუთაისი – "აია" №1 ძირითადი მოედნის რეაბილიტაცია (ფართობი: 9,350 მ²); • ქუთაისი – "აია" №2 სავარჯიშო მოედნის რეაბილიტაცია (ფართობი: 9,350 მ²); • ქუთაისი – "აია" №3 სავარჯიშო მოედნის რეაბილიტაცია (ფართობი: 9,350 მ²); • თბილისი – ავჭალის რაგბის მოედნის რეაბილიტაცია (ფართობი: 10,200 მ²); • თბილისი – "შევარდენი" რაგბის მოედნის რეაბილიტაცია (ფართობი: 9,646 მ²).

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, უწყება ასევე აქტიურად მუშაობს რაგბის 18 ტექნიკური ცენტრის პროექტირებასა და მშენებლობაზე. ამ ეტაპზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს 12 ლოკაციაზე. პროექტების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

ამასთან, კიდევ 6 ქალაქისთვის მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერები.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს, მსოფლიოს რაგბის გადაწყვეტილებით, საქართველო უმასპინძლებს. შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

აღნიშნული ტურნირი საქართველოში მეორედ ჩატარდება, ის პირველად 2017 წელს გაიმართა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობსრუსთავი 2
  • სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ვუჩიჩის პარტიას სტუდენტური მოძრაობა უპირისპირდებატვ პირველი
  • „მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულანეტგაზეთი
  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობსიმედი
მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE