მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამ განაპირობა ივლისში წლიური ინფლაციის 5.5%-მდე შენელება - Galt & Taggart-ის შეფასება
რამ განაპირობა ივლისში წლიური ინფლაციის 5.5%-მდე შენელება - Galt & Taggart-ის შეფასება

რამ განაპირობა ივლისში წლიური ინფლაციის 5.5%-მდე შენელება - Galt & Taggart-ის შეფასება

BM.GE11 აგვისტო, 2026, 18:00|bm.ge

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ივლისში წლიური ინფლაციის შენელება ძირითადად განპირობებული იყო იმპორტირებული ინფლაციის და შერეული საქონლის ინფლაციის შენელებით.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, რის შედეგადაც წლიური ინფლაცია ივნისის 5.8%-დან 5.5%-მდე შემცირდა.

როგორც საინვესტიციო ბანკი კვირის მიმოხილვაში აღნიშნავს, გასულ თვეს იმპორტირებული ინფლაცია ივნისის 6.1%-დან 5.3%-მდე შენელდა, ხოლო შერეული საქონლის ინფლაცია 6.2%-დან 4.4%-მდე. საპირისპიროდ ამისა, ადგილობრივი ინფლაცია ივლისში 6.4%-მდე დაჩქარდა, წინა თვის 5.7%-დან.

ამასთან, Galt & Taggart აღნიშნავს, რომ ივლისში ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ნავთობის მსოფლიო ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, რაც, სავარაუდოდ, საქართველოში ენერგომატარებლების ფასების მოსალოდნელი შენელების ტემპზე იქონიებს გავლენას. აქედან გამომდინარე, საინვესტიციო ბანკმა 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 4.8%-დან 5.1%-მდე გაზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

BM.GE

ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევისთვის 27 პირი ₾27 000-ით დაჯარიმდა - შემოსავლების სამსახური

ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევისთვის 27 პირი ₾27 000-ით დაჯარიმდა - შემოსავლების სამსახური

BM.GE

სიჩქარის კამერები, რეგულაციები და დამოუკიდებელი სააგენტო - რა წერია საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაში?

სიჩქარის კამერები, რეგულაციები და დამოუკიდებელი სააგენტო - რა წერია საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაში?

BM.GE

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ტერაბანკი“ დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ტერაბანკი“ დააჯარიმა

BM.GE