
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ტერაბანკი“ დააჯარიმა
BM.GE|bm.ge
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „ტერაბანკი“ დააჯარიმა.
10 აგვისტოს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, კომერციული ბანკი 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.
მიზეზი კი ასეთია: ერთ კლიენტთან მიმართებით არ მოხდა კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, გარიგების, საქმიანობის, ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა.
მიმდინარე წელს ეს კომერციული ბანკის დაჯარიმების რიგით მესამე შემთხვევაა. აქამდე „კრედო ბანკი" 60 000 ლარით, ხოლო „თიბისი ბანკი“ 250 000 ლარით დაჯარიმდა. 2025 წელს კი სებ-მა 4 კომერციული ბანკი დააჯარიმა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge