მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევისთვის 27 პირი ₾27 000-ით დაჯარიმდა - შემოსავლების სამსახური
ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევისთვის 27 პირი ₾27 000-ით დაჯარიმდა - შემოსავლების სამსახური

ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევისთვის 27 პირი ₾27 000-ით დაჯარიმდა - შემოსავლების სამსახური

BM.GE11 აგვისტო, 2026, 17:35|bm.ge

წელს ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 212 ფაქტი გამოვლინდა, 27 პირს ჯამში 27 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ მეწარმე სუბიექტების მიერ ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ფასის ლარით გამოხატვის წესის ადმინისტრირებას.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განმავლობაში გამოვლენილი 212 დარღვევიდან 185 პირის მიმართ სანქციის სახით გაფრთხილება იქნა გამოყენებული, ხოლო 27 პირს ფულადი ჯარიმა, ჯამში 27 000 ლარის ოდენობით, დაეკისრა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ლარი გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალებაა, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

შესაბამისად, უწყება მეწარმე სუბიექტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფასის ლარით გამოხატვის წესების დარღვევისგან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყოიმედი
  • ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყორუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნაფორმულა
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

სიჩქარის კამერები, რეგულაციები და დამოუკიდებელი სააგენტო - რას წერია საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაში?

სიჩქარის კამერები, რეგულაციები და დამოუკიდებელი სააგენტო - რას წერია საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაში?

BM.GE

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ტერაბანკი“ დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ტერაბანკი“ დააჯარიმა

BM.GE

ნავთობის ფასი ბარელზე 89 დოლარამდე გაიზარდა

ნავთობის ფასი ბარელზე 89 დოლარამდე გაიზარდა

BM.GE

„რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან“ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან“ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

BM.GE