მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენ პირს შეეზღუდა აზარტული თამაშები საკუთარი მიმართვის საფუძველზე? - სტატისტიკა
რამდენ პირს შეეზღუდა აზარტული თამაშები საკუთარი მიმართვის საფუძველზე? - სტატისტიკა

რამდენ პირს შეეზღუდა აზარტული თამაშები საკუთარი მიმართვის საფუძველზე? - სტატისტიკა

BM.GE4 მაისი, 2026, 16:22|bm.ge

საქართველოში აზარტულ და მოგებიან თამაშობებზე წვდომა 1.5 მლნ-ზე მეტი მოქალაქისთვის არის შეზღუდული. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით სულ 1 576 664 პირის შესახებ ინფორმაციაა დაცული.

შემოსავლების სამსახური ორ პარალელურ რეესტრს აწარმოებს: დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა სიებს. უწყების განმარტებით, ამ სიებში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების შეტანაა დასაშვები.

2026 წლის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების ფონზე, დამოკიდებულ პირთა სიაში სულ 41 042 ფიზიკური პირია რეგისტრირებული. მონაცემები ასე ნაწილდება:

• საკუთარი მომართვის საფუძველზე: 40 978 პირი (მოქალაქეებმა ნებაყოფლობით შეიზღუდეს თამაშის უფლება); • მოსამართლის ბრძანების საფუძველზე: 64 პირი (ოჯახის წევრების მიმართვისა და სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად).

შემოსავლების სამსახური წერს, რომ მათთვის, ვისაც სურს საკუთარი მონაცემების დამოკიდებულ პირთა რეესტრში შეტანა, შემოსავლების სამსახური რამდენიმე გზას სთავაზობს:

• დისტანციური რეგისტრაცია (ავტორიზაციის გარეშე): უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე (rs.ge/gamblingRestriction) მოქალაქეებს შეუძლიათ გაიარონ იდენტიფიკაცია სახის ამოცნობის დისტანციური სერვისით. რეგისტრაციამდე პირს დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია მონაცემების ასახვისა და სიიდან ამოღების წესების შესახებ. • ავტორიზებული გვერდი: მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე აქვთ პირადი ელექტრონული გვერდი პორტალზე eservices.rs.ge, განცხადების წარდგენა ავტორიზაციის გზითაც შეუძლიათ. • სერვისცენტრებში ვიზიტი: მონაცემების შეტანა ასევე შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, საქართველოს მასშტაბით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს ლუდომანიის (თამაშზე დამოკიდებულების) პრევენციას და მოქალაქეების დაცვას ფინანსური თუ სოციალური რისკებისგან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE