მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენი ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაული დაფიქსირდა მარტში საქართველოში?
რამდენი ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაული დაფიქსირდა მარტში საქართველოში?

რამდენი ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაული დაფიქსირდა მარტში საქართველოში?

BM.GE30 აპრილი, 2026, 16:15|bm.ge

2026 წლის მარტში საქართველოში დაახლოებით 150 ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაული დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე დიდი წილი სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე მოდის, სადაც ძირითადად უკანონო ბიზნესი და ფინანსური დანაშაულებია დომინანტური.

სტატისტიკის მიხედვით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაზე (სსკ მუხლი 192) დაფიქსირდა - 25 შემთხვევა. მას მოჰყვება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება, სსკ მუხლი 194) - 18 და ფალსიფიკაცია (სსკ მუხლი 197) - 17 შემთხვევა. შედარებით ნაკლებია ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით (სსკ მუხლი 205¹) - 4 შემთხვევა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა (სსკ მუხლი 204¹) - 2. სხვა დანაშაულები ერთეულ შემთხვევებად ფიქსირდება: სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება (სსკ მუხლი 196) - 1, ყალბი აქციზური მარკების დამზადება/გამოყენება (სსკ მუხლი 200¹) - 1 და მარკირების გარეშე აქციზური საქონლის ბრუნვა (სსკ მუხლი 200) - 1.

რაც შეეხება ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულს, აქედან ყველაზე მეტი მოდის ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათების დამზადება/გამოყენებაზე (სსკ მუხლი 210) - 15 ფაქტი, რაც ამ კატეგორიაში დომინანტურ პრობლემად რჩება. ასევე დაფიქსირდა კრედიტის უკანონოდ მიღების 3 შემთხვევა (სსკ მუხლი 208) და ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება/გასაღების 2 შემთხვევა (სსკ მუხლი 212).

საფინანსო საქმიანობის სფეროში დევნის დაწყების მაჩვენებელი 2-ს შეადგენს, თუმცა ამ მიმართულებით ძირითადი დარღვევები უკავშირდება გადასახადისათვის თავის არიდებას (სსკ მუხლი 218) - 29 შემთხვევა და საბაჟო წესების დარღვევას (სსკ მუხლი 214) - 26 შემთხვევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE