მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენი მილიარდი ლარის გადასახადებს იხდის აზარტული თამაშების სექტორი
რამდენი მილიარდი ლარის გადასახადებს იხდის აზარტული თამაშების სექტორი

რამდენი მილიარდი ლარის გადასახადებს იხდის აზარტული თამაშების სექტორი

BM.GE19 ივნისი, 2026, 16:01|bm.ge

საქართველოს აზარტული თამაშების სექტორმა 2025 წელს 1,749,344,519 ლარის გადასახადები შეიტანა ბიუჯეტში, რაც 2024 წელთან შედარებით 361 მილიონი ლარით, ანუ 26%-ით მეტი იყო. 2026 წლის პირველ ხუთ თვეში კი ამ სექტორმა ბიუჯეტში 754 მილიონი ლარი შეიტანა - აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის მიერ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის თამარ ხვედელიანის კითხვაზე გაგზავნილ პასუხში.

როგორც სტატისტიკიდან ხდება ცნობილი, აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა პირდაპირ დაკავშირებულია მთავრობის მიერ 2024 და 2025 წლებში ამ სექტორისთვის გადასახადების ზრდასთან.

უფრო დეტალურად, 2024 წელს ამ სექტორის მიერ გადახდილი გადასახადები 599 მილიონი ლარით (75%-ით) გაიზარდა და 1.38 მილიარდ ლარს მიაღწია, 2025 წელს კი ზრდა დამატებით 361 მილიონ ლარს შეადგენდა (მატება 26%) და სექტორის მიერ გადახდილმა გადასახადებმა 1.75 მილიარდ ლარს მიაღწია.

აზარტული თამაშების სექტორში ყველაზე დიდი წილი მოდის სექტორის მოგების გადასახადზე, რაც გასულ წელს 833 მილიონ ლარს შეადგენდა.

რა წესით იბეგრება აზარტული თამაშების სექტორი:

მოგების გადასახადი

ამჟამად აზარტული თამაშების კომპანიები და კერძოდ ის ფირმები, რომლებიც ელექტრონული ფორმით აწვდიან მომხმარებლებს აზარტული თამაშების სერვისებს, სხვა სექტორებისგან განსხვავებული მოგების გადასახადის წესით იბეგრებიან. ისინი 2022 წლიდან არა განაწილებული მოგების გადასახადით, არამედ მათი წმინდა აზარტული შემოსავლების (GGR) 20%-ით იბეგრებიან, რაც მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის 20%-ს წარმოადგენს.

ონლაინ კაზინოების სექტორი ამ პრინციპით 2022 წლიდან იბეგრება, თავდაპირველად ეს განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, 2024 წლიდან ის 15%-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი იანვრიდან კი განაკვეთი 20% გახდა.

სწორედ აღნიშნულ ცვლილებას მოჰყვა სექტორიდან გადასახადების მიღების მკვეთრი მატება.

საშემოსავლო გადასახადი

აზარტული თამაშების მოგების გატანისას ფიზიკური პირები ამჟამად 5%-ის საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან, აღნიშნული განაკვეთი 2024 წლამდე 2%-ს შეადგენდა. 2025 წელს სექტორის საშემოსავლო გადასახადის მოცულობამ 663 მილიონი ლარი შეადგინა.

სალიცენზიო გადასახადები:

აზარტული თამაშების სალიცენზიო მოსაკრებლები მოიცავს სისტემურ ელექტრონული ფორმით თამაშების მოწყობის სალიცენზიო გადასახადებს, სანებართვო გადასახადებს, სამორინეების, სლოტ კლუბების და ტოტალიზატორების მოწყობის სალიცენზიო გადასახადებს, ჯამურად 2025 წელს ამ გადასახადებმა 87 და 146 მილიონი ლარი შეადგინა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტექნოლოგიური სინთეზი „EV EXPO 2026“-ზე: კლასიკური მოდელების რეტროფიტი და ახალი ელექტრო როდსტერები

ტექნოლოგიური სინთეზი „EV EXPO 2026“-ზე: კლასიკური მოდელების რეტროფიტი და ახალი ელექტრო როდსტერები

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

უახლოეს პერიოდში ახალი კონტრაქტები გაფორმდება და [ფასის კლება] ეტაპობრივად აისახება|Connect

უახლოეს პერიოდში ახალი კონტრაქტები გაფორმდება და [ფასის კლება] ეტაპობრივად აისახება|Connect

BM.GE

ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, მედიკამენტები, ავტომობილები - საქართველოს იმპორტის ტოპ-10

ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, მედიკამენტები, ავტომობილები - საქართველოს იმპორტის ტოპ-10

BM.GE