მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენი სკოლის მშენებლობა/ რეაბილიტაციას ახორციელებს მგფ?
რამდენი სკოლის მშენებლობა/ რეაბილიტაციას ახორციელებს მგფ?

რამდენი სკოლის მშენებლობა/ რეაბილიტაციას ახორციელებს მგფ?

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 04:00|bm.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 13 სკოლის პროექტირება/რეაბილიტაცია, ხოლო 61 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, წლის ბოლომდე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა ჯამში 100-მდე გაიზრდება.

ფონდი ასევე ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან გადმოცემული სკოლების პროექტებს. აღნიშნული მიმართულებით ამჟამად მიმდინარეობს 12 სკოლის რეაბილიტაცია და 54 სკოლის მშენებლობა. მიმდინარე პროექტების დაახლოებით 85%-ის დასრულება 2027 წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

პარალელურად, ახალი სკოლების პროექტირების მიზნით, 10 სხვადასხვა ლოკაციისთვის მიმდინარეობს საპროექტო კონკურსი. აღნიშნული ლოკაციებისთვის შექმნილი პროექტების სხვა ლოკაციების სკოლებზე მორგება და მიბმაც იქნება შესაძლებელი, რის შედეგადაც პროექტები ჯამში დაახლოებით 50 სკოლას მოიცავს.

ამასთან, წლის ბოლომდე იგეგმება ESIDA-სგან გადმოცემული კიდევ 10 სკოლის პროექტირების დასრულება, ხოლო იანვრის ბოლომდე მათი მშენებლობისთვის ტენდერების ეტაპობრივად გამოცხადება.

უწყების განმარტებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით აგრძელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სკოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • საფრანგეთში 500-მდე სკოლა დაიხურაფორმულა
  • საფრანგეთის განათლების მინისტრის განცხადებით, საპროტესტო აქციების შედეგად 24 სკოლა დაიწვა და დაზიანდაიმედი
  • სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმანს გამოედო - მოზარდს ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდატვ პირველი
  • GCCA, მიმდინარე წლის ბოლომდე, 25 სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრას გამართავსრუსთავი 2
სკოლის →

მსგავსი სტატიები

იემენის სამთავრობო ძალებმა ჰუსიტების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს

იემენის სამთავრობო ძალებმა ჰუსიტების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს

BM.GE

თურქეთი და პაკისტანი საუდის არაბეთში სამხედრო ძალებს განათავსებენ

თურქეთი და პაკისტანი საუდის არაბეთში სამხედრო ძალებს განათავსებენ

BM.GE

Strategy-მ კრიპტორეზერვი 848 000 ბიტკოინამდე გაზარდა

Strategy-მ კრიპტორეზერვი 848 000 ბიტკოინამდე გაზარდა

BM.GE

ჩინურმა Moonshot-მა და DeepSeek-მა საფონდო ბირჟაზე გასვლა გადაწყვიტეს

ჩინურმა Moonshot-მა და DeepSeek-მა საფონდო ბირჟაზე გასვლა გადაწყვიტეს

BM.GE