მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას ნიშნავს 6-თვიანი ვადა?|ევროკავშირის პასუხი BMG-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის საკითხზე
რას ნიშნავს 6-თვიანი ვადა?|ევროკავშირის პასუხი BMG-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის საკითხზე

რას ნიშნავს 6-თვიანი ვადა?|ევროკავშირის პასუხი BMG-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის საკითხზე

BM.GE24 ივლისი, 2026, 12:57|bm.ge

ევროკავშირის სანქციების დეპარტამენტის პრესსამსახურმა Bm.ge-ის კითხვებს უპასუხა, რომლებიც სანქციების 21-ე პაკეტში კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" შესახებ არსებულ ჩანაწერს ეხებოდა.

ევროკავშირის განმარტების თანახმად, "ბლექ სი პეტროლიუმთან" ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას 6 თვის ვადა აქვს, რათა კომპანიამ მოახდინოს რუსული ნავთობიდან დივერსიფიცირება.

"ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სანქცირებულ სუბიექტთა სიაში შეტანის გადაწყვეტილებას ევროკავშირი 6 თვის ვადაში მიიღებს, რათა ქარხანას მიეცეს შესაძლებლობა, მოახდინოს რუსული ნედლი ნავთობისგან მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია.

ევროკომისიის მიერ შესაბამისი შეფასების ჩატარების შემდეგ, ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტს, კვლავ არსებობს თუ არა ქარხნის აღნიშნულ სიაში დატოვების აუცილებლობა", - ნათქვამია ევროკავშირის პრესსამსახურის განმარტებაში.

არსებული მდგომარეობით, BSP რუსულ ნედლ ნავთობს იყენებს ნავთობპროდუქტების წარმოებისთვის, თუმცა როგორც "ბლექ სი პეტროლიუმმა" 2 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, კომპანია გეგმავს, აგვისტო-სექტემბრიდან რუსული წარმოშობის ნავთობპროდუქტები სრულად არარუსული წარმოშობის ნედლეულით ჩაანაცვლოს.

"მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. აღნიშნული „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს," - ნათქვამი იყო კომპანიის 2 ივლისის განცხადებაში.

საქსტატის თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში სულ 202 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობი შემოვიდა. აღნიშნული კატეგორიის საქონლის იმპორტი ქვეყანაში "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ გასული წლის ბოლოს ოპერირების დაწყების შემდეგ გააქტიურდა. არსებული მდგომარეობით, ნავთობის 99%-ზე მეტის იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის აეროპორტში მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქრო/ვერცხლის არალეგალურად შემოტანა აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქრო/ვერცხლის არალეგალურად შემოტანა აღკვეთეს

BM.GE

TikTok-ი სამხრეთ კორეაში $7 მილიონით დააჯარიმეს

TikTok-ი სამხრეთ კორეაში $7 მილიონით დააჯარიმეს

BM.GE

"ასკანელი ფალესტრამ" საერთაშორისო გასტრონომიული გზამკვლევის Gault&Millau საფირმო ნიშანი მიიღო

"ასკანელი ფალესტრამ" საერთაშორისო გასტრონომიული გზამკვლევის Gault&Millau საფირმო ნიშანი მიიღო

BM.GE

EU-ს სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ, არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის პოსტი დატოვა

EU-ს სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ, არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის პოსტი დატოვა

BM.GE