მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას წერს Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი X-ზე დაწერილ პირველ პოსტში?
რას წერს Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი X-ზე დაწერილ პირველ პოსტში?

რას წერს Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი X-ზე დაწერილ პირველ პოსტში?

BM.GE25 ივლისი, 2026, 16:03|bm.ge

ტექნოლოგიური ინდუსტრიის ამერიკული გიგანტისა და მსოფლიოში უდიდესი კომპანიის, Nvidia-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა სოციალურ ქსელ X-ში პირველი განცხადება გამოაქვეყნა და შეერთებული შტატების ხელისუფლებას ღია კოდის მქონე ხელოვნური ინტელექტის მოდელების ზედმეტი რეგულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

Nvidia-ს ხელმძღვანელმა 25 ტექნოლოგიურ გიგანტთან ერთად გავრცელებულ მიმართვაში ყურადღება იმ საფრთხეებზე გაამახვილა, რომლებიც ტექნოლოგიების ნაადრევ შეზღუდვას სდევს თან. მისი განცხადებით, ღია მოდელები რეალურად როგორც საზოგადოებრივ, ისე კიბერუსაფრთხოებას ამყარებს, ინოვაციებს აჩქარებს და ქვეყნების ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს უზრუნველყოფს.

ერთობლივი წერილი, რომელსაც ხელი Hugging Face-მა, Perplexity-მ, Palantir-მა, Microsoft-მა, IBM-მა, ვენჩურულმა ფონდმა Andreessen Horowitz-მა და ბაზრის სხვა მსხვილმა მოთამაშეებმა მოაწერეს, სამ ძირითად არგუმენტს ეფუძნება. დოკუმენტის ავტორთა განმარტებით, ღია AI მოდელები სტარტაპებისა და უნივერსიტეტებისთვის ეკონომიკურ ხელმისაწვდომობას ზრდის და ბაზარზე რამდენიმე მსხვილი კომპანიის მონოპოლიას აფერხებს.

ამას გარდა, ღია არქიტექტურა უსაფრთხოების დონეს ამაღლებს, რადგან დამოუკიდებელ მკვლევრებს კოდის აუდიტირებისა და სისუსტეების აღმოფხვრის საშუალებას აძლევს. წერილში ასევე საუბარია ე.წ. "დისტილაციის" მეთოდის შენარჩუნების აუცილებლობაზე, რადგან, ჰუანგისა და მისი თანამოაზრეების შეფასებით, ერთი მოდელის მონაცემებით მეორის განვითარება ინდუსტრიას მხოლოდ აძლიერებს. დოკუმენტის ხელმომწერები ამ პრაქტიკის ინტელექტუალური საკუთრების ქურდობასთან გაიგივებას ეწინააღმდეგებიან.

ცნობისთვის, მთელი ეს მიმართვა აშშ-ის მიერ ჩინური ღია მოდელების, მათ შორის Moonshot AI-ის მიერ შექმნილი Kimi K3-ის შესაძლო შეზღუდვის ფონზე გავრცელდა. როგორც ცნობილია, თეთრი სახლის მრჩეველმა, მაიკლ კრაციოსმა Moonshot AI ამერიკული მოდელის მონაცემების მოპარვაში ღიად დაადანაშაულა. ამ განცხადებამ "დისტილაციის" ტექნოლოგიის გარშემო არსებული აზრთა სხვადასხვაობა კიდევ უფრო გააღრმავა.

ღია მოდელების მხარდამჭერ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს სექტორის ისეთმა ლიდერმა კომპანიებმა, როგორებიცაა OpenAI და Anthropic-ი არიან. ეს სუბიექტები ვაშინგტონს ჩინური AI ტექნოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ აქტიურად აფრთხილებენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო" - პაპუაშვილი დენის სისტემურ გათიშვაზე

"ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო" - პაპუაშვილი დენის სისტემურ გათიშვაზე

BM.GE

წელს, იმპორტირებული ნესვი 48%-ით გაძვირდა|სად ვყიდულობთ და ვყიდით?

წელს, იმპორტირებული ნესვი 48%-ით გაძვირდა|სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

უკრაინამ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს შეუტია - ხანძრები პეტერბურგში, ტვერსა და სიმფეროპოლში

უკრაინამ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს შეუტია - ხანძრები პეტერბურგში, ტვერსა და სიმფეროპოლში

BM.GE

ქვეყნები, სადაც ცხოვრება ყველაზე ძვირი/იაფი ღირს - 2026

ქვეყნები, სადაც ცხოვრება ყველაზე ძვირი/იაფი ღირს - 2026

BM.GE