მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რაში ხარჯავენ უცხოელი ტურისტები საქართველოში ყველაზე მეტს?|სტატისტიკა
რაში ხარჯავენ უცხოელი ტურისტები საქართველოში ყველაზე მეტს?|სტატისტიკა

რაში ხარჯავენ უცხოელი ტურისტები საქართველოში ყველაზე მეტს?|სტატისტიკა

BM.GE30 ივლისი, 2026, 18:59|bm.ge

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ვიზიტორები ყველაზე მეტს საკვებსა და საყიდლებზე ხარჯავენ.

2026 წლის II კვარტალში არარეზიდენტმა ვიზიტორებმა საქართველოში ჯამში 3 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც წლიურ ჭრილში 13%-იანი კლებაა. ერთ ვიზიტზე გაწეულმა საშუალო ხარჯმა 9%-ით იკლო და 1 922 ლარი შეადგინა. აქედან ხარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის საკვებსა და სასმელზე (524 ლარი); მეორე ადგილზეა საყიდლები (484 ლარი), ხოლო მესამე ადგილს განთავსება იკავებს 468 ლარით.

2026 წლის II კვარტალში საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯების განაწილება ხარჯის კატეგორიების მიხედვით

ხარჯის კატეგორიები ხარჯი (მლნ. ლარი) % საშუალო ხარჯი ვიზიტზე (ლარი) საკვები და სასმელი 819.7 27.3 524.1 საყიდლები 757.4 25.2 484.2 განთავსება 731.7 24.3 467.8 გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები 318.0 10.6 203.3 ადგილობრივი ტრანსპორტი 311.0 10.3 198.8 სხვა ხარჯი 68.7 2.3 43.9 სულ ხარჯი 3 006.5 100.0 1 922.1

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 4.5%-იანი კლებაა. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა რუსეთიდან (380 ათასი), თურქეთიდან (287 ათასი) და სომხეთიდან (199.6 ათასი). ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.48 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.3 ღამე) 3.5%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 82% განმეორებითი ვიზიტი იყო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

BM.GE

ცნობილია დენის სისტემური გათიშვის საკითხზე სემეკის შესწავლის პირველადი შედეგები

ცნობილია დენის სისტემური გათიშვის საკითხზე სემეკის შესწავლის პირველადი შედეგები

BM.GE

როგორ იქმნება საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის საუკეთესო შეთავაზებები

როგორ იქმნება საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის საუკეთესო შეთავაზებები

BM.GE

თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებს

თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებს

BM.GE