მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ აპირებს თეთრი სახლი იარაღის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრას?
რატომ აპირებს თეთრი სახლი იარაღის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრას?

რატომ აპირებს თეთრი სახლი იარაღის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრას?

BM.GE12 ივნისი, 2026, 04:50|bm.ge

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკული თავდაცვის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრას მომდევნო კვირას გამართავს. არსებული ინფორმაციით, დისკუსია საბრძოლო მასალების მარაგების შევსებასა და იარაღის წარმოების დაჩქარებას დაეთმობა.

როგორც ირკვევა, მიმდინარე ომმა ირანთან და უკრაინისათვის გაწეულმა დახმარებამ ამერიკული არსენალი მნიშვნელოვნად შეამცირა, შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაციას სურს, წამყვანი კომპანიები წარმოების გაზრდაზე დაითანხმოს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ანა კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს პრეზიდენტ ტრამპის სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად საკმარისი საბრძოლო მარაგი აქვთ, თუმცა სამომავლო რისკების გადასაზღვევად კიდევ მეტის მობილიზებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აქტიურად აგრძელებს პენტაგონი და მიმდინარე წელს მიღწეული შეთანხმებების დაჩქარებას გეგმავს. მხარეებს შორის უკვე გაფორმებული ჩარჩო-შეთანხმებები Lockheed Martin-ისგან PAC-3-ის რაკეტების წარმოების გასამმაგებასა და THAAD-ის სისტემების გამოშვების გაოთხმაგებას ითვალისწინებს. ამას გარდა, RTX-თან გაფორმებული ხელშეკრულებები მიზნად Tomahawk-ისა და AMRAAM-ის რაკეტების წარმოების გაზრდას ისახავს.

საყურადღებოა, რომ შესაძო შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე Lockheed Martin-ს, RTX-ს, Boeing-სა და L3Harris-ს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

შეგახსენებთ, თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან თეთრ სახლში მსგავსი ფორმატის შეხვედრა მარტში უკვე გაიმართა. ღონისძიებას BAE Systems-ის, Lockheed Martin-ის, Northrop Grumman-ის, RTX-ის, Boeing-ის, Honeywell Aerospace-ისა და L3Harris-ის ხელმძღვანელები თავდაცვის მდივანთან, პიტ ჰეგსეთთან ერთად ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეხვედრა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • „ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართესტვ პირველი
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართაიმედი
  • ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა – დღის წესრიგში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და თავდაცვის საკითხებიაფორმულა
შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

BM.GE