ორიგინალი
რატომ არ მცირდება მწეველთა რიცხვი მკაცრი რეგულაციების მიუხედავად? - თურქეთის თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის 25-წლიანი გაკვეთილი
BM.GE·15:42

რატომ არ მცირდება მწეველთა რიცხვი მკაცრი რეგულაციების მიუხედავად? - თურქეთის თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის 25-წლიანი გაკვეთილი

26 ნოემბერი, 2026 · 15:42

თურქეთი წლებია, თამბაქოს კონტროლის მკაცრ პოლიტიკას ახორციელებს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სრულად დანერგა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების პაკეტი, შემოიღო თამბაქოს პროდუქტების „სადა შეფუთვა“ და აკრძალა ნიკოტინის და თამბაქოს შემცველი ყველა სხვა ალტერნატიული პროდუქტი. თუმცა რამდენად აისახა ეს მიდგომა მოწევის მაჩვენებელზე? - სწორედ ამ კითხვას სვამს ახალი კვლევა „თამბაქოს მოხმარების ზრდა თურქეთში: არის თუ არა ეს საჯარო პოლიტიკის ჩავარდნა?“. კვლევის ავტორი, ბუღრა საბრი უშაკლი, ქვეყანაში გატარებული პოლიტიკის მრავალწლიან შედეგებს აანალიზებს და ყურადღებას რეგულაციების პრაქტიკულ ნაწილზე ამახვილებს. ნაშრომი 2026 წლის სექტემბერში ჟურნალში Toplum Ekonomi ve Yönetim Dergisi გამოქვეყნდა.

კვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გლობალური ჯანმრთელობის ობსერვატორიის მონაცემებს ეყრდნობა. ნაშრომში წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, თურქეთში 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში სიგარეტის მოხმარების გავრცელების მაჩვენებელი 2000 წელს 30.9% იყო, 2025 წელს კი 29.4%-ს შეადგენდა. ამგვარად, 25 წლის განმავლობაში მაჩვენებელი მხოლოდ 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ თამბაქოს კონტროლის მიმართულებით არაერთი მკაცრი ზომა განახორციელა. ავტორი ამ მონაცემებს ქვეყანაში წლების განმავლობაში გატარებული თამბაქოს კონტროლის მკაცრი ზომების ფონზე განიხილავს და სვამს უფრო ფართო კითხვას: რამდენად საკმარისია რეგულაციების მიღება, თუ ისინი პრაქტიკაში მოსალოდნელ შედეგს ვერ უზრუნველყოფს?

ამავე საკითხზე ისაუბრა თურქეთის მოწევის წინააღმდეგ ბრძოლის ასოციაციის (TSSD) პრეზიდენტმა, მუსტაფა აიდინმაც 2025 წლის 20 ნოემბერს - მისი თქმით, მსოფლიოში მწეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი რამდენიმე ქვეყანაშია კონცენტრირებული და ამ თვალსაზრისით, თურქეთი მწეველთა მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს შორისაა.

მისი შეფასებით, მხოლოდ მოწევის ზიანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საკმარისი არ არის და პოლიტიკამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს როგორც მოწევის დაწყების მიზეზებს, ისე ადამიანებისთვის მოწევის შეწყვეტის ეფექტიანი გზების შეთავაზებას.

ნაშრომში თურქეთის მაჩვენებლები მეზობელი ქვეყნების მონაცემებთანაც არის შედარებული. 2000-2025 წლებში სიგარეტის მოხმარების გავრცელება საბერძნეთში 20.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, აზერბაიჯანში 10-ით, სომხეთში 7.9-ით, კვიპროსში 6-ით, ხოლო ბულგარეთში 4.9 პუნქტით. თურქეთში კი იმავე პერიოდში კლება მხოლოდ 1.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ავტორისთვის ეს განსხვავება მთავარ კითხვას აჩენს: რატომ ვერ გამოიღო თურქეთში გატარებულმა მკაცრმა პოლიტიკამ ისეთივე შედეგი, როგორიც რეგიონის რიგ ქვეყნებში დაფიქსირდა?

უშაკლის ანალიზის თანახმად, პრობლემას სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: თამბაქოს მოხმარების სოციალური კონტექსტი და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური დამოკიდებულება, ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი ალტერნატიული პროდუქტებისთვის რეგულირებული ჩარჩოს არარსებობა და მოქმედი კანონმდებლობის არათანმიმდევრული აღსრულება. შესაბამისად, ავტორის აზრით, თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა მხოლოდ მომხმარებელზე მიმართული შეზღუდვებით ვერ შემოიფარგლება და უნდა ითვალისწინებდეს მომხმარებლებისთვის ნაკლები ზიანის მქონე ალტერნატიული პროდუქტების, ხოლო მწარმოებლებისთვის ალტერნატიული საქმიანობის განვითარების შესაძლებლობებსაც.

თურქეთის მკაცრი პოლიტიკა და ალტერნატიული პროდუქტების საკითხი

კვლევაში ერთ-ერთ სადისკუსიო საკითხად ნიკოტინის ალტერნატიული პროდუქტების, მათ შორის ელექტრონული სიგარეტების, თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობებისა და ნიკოტინის ბალიშების, რეგულირება სახელდება.

ავტორის შეფასებით, რეგულირებული ალტერნატიული პროდუქტების არარსებობა თურქეთის პოლიტიკის ერთ-ერთი სისუსტეა. თუმცა ეს კვლევის მიერ წარმოდგენილი არგუმენტია და არა მტკიცებულება იმისა, რომ მათი ხელმისაწვდომობა თავისთავად შეამცირებდა მოწევის გავრცელებას. შედეგი დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე, რეგულირების მოდელსა და მომხმარებლის ქცევაზე.

ამ მიდგომის განხილვისას მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მოწევისთვის თავის დანებების ხელშეწყობა და იმ ზრდასრული მწეველებისთვის შესაძლო ალტერნატივების ხელმისაწვდომობა, რომლებიც მოწევას ვერ ან არ ანებებენ თავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას, ხოლო ალტერნატიული პროდუქტები არც რისკისგან თავისუფალია და არც არამწეველებისთვისაა განკუთვნილი.

რას აჩვენებს სხვა ქვეყნების გამოცდილება

კვლევა თურქეთის გამოცდილებას გაერთიანებული სამეფოს, შვედეთისა და იაპონიის მაგალითებსაც ადარებს. WHO-ს მონაცემებზე დაყრდნობით, ნაშრომში აღნიშნულია, რომ 2000-2025 წლებში სიგარეტის მოხმარების გავრცელება გაერთიანებულ სამეფოში 24.7 პროცენტით შემცირდა, შვედეთში 17.7, იაპონიაში კი 15.9%-ით.

ამ ქვეყნების მაგალითები განსაკუთრებით საინტერესოა თამბაქოსა და ნიკოტინის ალტერნატიული პროდუქტების მიმართ განსხვავებული მიდგომების გამო: გაერთიანებულ სამეფოში ელექტრონული სიგარეტები მოწევისთვის თავის დანებების პოლიტიკის განხილვის ნაწილია; იაპონიაში ფართოდ გავრცელდა თამბაქოს გასახურებელი პროდუქტები, ხოლო შვედეთში 50 წელზე მეტია ისეთი უკვამლო პროდუქტი არსებობს, როგორიცაა სნუსი - აქ მოწევის მაჩვენებელი ბოლო 10 წელიწადში თითქმის განახევრდა და ისტორიულ მინიმუმს, 5.5%-ს მიაღწია.

რა გამოსავალზე მიუთითებს კვლევა

კვლევა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს აყენებს: თუ არსებული მიდგომები მოსალოდნელ შედეგს ვერ იძლევა, სად უნდა ეძებოს პოლიტიკამ შემდეგი ნაბიჯები?

ავტორის შეფასებით, თურქეთში თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ეფექტიანობის გასაზრდელად მხოლოდ მკაცრი რეგულაციების მიღება ეფექტური არ არის - მნიშვნელოვანია მოქმედი კანონების აღსრულების გაძლიერება, მოწევისთვის თავის დანებების სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და თამბაქოს მოხმარების სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გადააზრება.

ნიკოტინის ალტერნატიულ პროდუქტებთან მიმართებით, კვლევა უფრო მოქნილი და რისკებზე მორგებული პოლიტიკის განხილვის შესაძლებლობაზე მიუთითებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნებისთვის, ავტორის აზრით, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ რეგულირდება ალტერნატიული პროდუქტების ხელმისაწვდომობა: რამდენად ეფექტიანად არის დაცული სრულწლოვანი მომხმარებლის ინტერესები, როგორ კონტროლდება პროდუქციის ხარისხი, როგორ ხდება ჯანმრთელობის რისკების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება და როგორ ხდება არასრულწლოვანთათვის ამ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა.

ვითარება საქართველოში:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2025 წლის მდგომარეობით, საქართველოში თამბაქოს მოწევის მაჩვენებელი 30.9%-ს შეადგენს, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ 0.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ათწლიან ჭრილში კი 0.7 პროცენტული პუნქტით. ამასთან, ორგანიზაცია საქართველოში თამბაქოს მოწევის მაჩვენებლის შემცირებას 2030 წლისთვის საერთოდ არ პროგნოზირებს და მოსალოდნელ მაჩვენებლად კვლავ 30.9%-ს უთითებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2026 წლის შეფასებით, არაგადამდები დაავადებების საერთო ეკონომიკური ტვირთი საქართველოში 3 მილიარდ ლარს, ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 6.2%-ს აღემატება. შესაბამისად, ანგარიშის თანახმად, თამბაქოს მოხმარების შემცირებას ქვეყნის ჯანდაცვის ტვირთის კლებაზე მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება.

უკანასკნელი წლების განმავლობაში თამბაქოს მოხმარების და რეალიზაციის რეგულირებასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ე.წ. სადა შეფუთვის; ანუ სტანდარტული შეფუთვის დანერგვა, რომელზე გამოსახული ვიზუალური მასალა მომხმარებლებს მოწევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. თუმცა, საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ მკაცრი რეგულაციების მიღებასთან ერთად მნიშვნელოვანია მოწევის რეალური გავრცელების, მომხმარებელთა ქცევისა და ალტერნატიული პროდუქტების მოხმარების დინამიკის შეფასებაც. ამ მხრივ, თურქეთის მსგავსად, საქართველოსთვისაც აქტუალურია კითხვა, რამდენად ეფექტიანად პასუხობს არსებული პოლიტიკა თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების ცვლილებებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ არ მცირდება მწეველთა რიცხვი მკაცრი რეგულაციების მიუხედავად? - თურქეთის თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის 25-წლიანი გაკვეთილი

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 15 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • კომერსანტი·12:26
    ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია - ჯარედ კუშნერი
  • ალია·12:25
    ჯარედ კუშნერი – ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია
  • კვირის პალიტრა·11:43
    ტრამპის სიძის სკანდალური განცხადება - "ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია"
  • ამბები.ge·11:33
    "ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია" - ჯარედ კუშნერი
პოლიტიკის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·15:27

ასოციაცია მთავრობას ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადის მძიმე შედეგებზე აფრთხილებს - ბიზნესი

ასოციაცია მთავრობას ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადის მძიმე შედეგებზე აფრთხილებს - ბიზნესი
BM.GE·15:21

MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო

MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
BM.GE·15:21

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
BM.GE·15:16

შენი შემდეგი თავგადასავალი იწყება - შავი პარასკევი TRANSPORTER-ში 50%-მდე ფასდაკლებით!

შენი შემდეგი თავგადასავალი იწყება - შავი პარასკევი TRANSPORTER-ში 50%-მდე ფასდაკლებით!
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.