მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ბლოკავს ჩინური მარეგულირებელი $4-მილიარდიან გარიგებას?
რატომ ბლოკავს ჩინური მარეგულირებელი $4-მილიარდიან გარიგებას?

რატომ ბლოკავს ჩინური მარეგულირებელი $4-მილიარდიან გარიგებას?

BM.GE2 ივნისი, 2026, 01:00|bm.ge

ჩინური სამთო-მოპოვებითი კომპანია Zijin Gold-ის მიერ კანადური Allied Gold-ის 4 მილიარდ დოლარად შესყიდვის პროცესი ფერხდება.

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგების შეჩერების მიზეზი ჩინეთის სახელმწიფო მარეგულირებლების უკმაყოფილება გახდა, რაც აქტივების გადაჭარბებულ შეფასებასა და იურისდიქციულ რისკებს უკავშირდება.

როგორც ირკვევა, ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნული კომისია ეჭვქვეშ აყენებს იმ პრემიას, რომლის გადახდასაც მყიდველი გეგმავს. ამასთან, უწყება შეშფოთებულია მალიში არსებული სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობით, რომელზედაც Allied Gold-ის ოქროს მთლიანი მოპოვების თითქმის ნახევარი მოდის. უწყების განმარტებით, ეს სტრუქტურულ რისკს წარმოადგენს, რომელთან დაკავშირებით დაზღვევის ცალკეული მექანიზმის გამოყენებაა საჭირო.

არსებული ინფორმაციით, დეკემბერში დაანონსებული გარიგება Allied Gold-ის აქციონერებმა მიმდინარე წლის აპრილში უკვე დაამტკიცეს. ხელშეკრულების თანახმად, Zijin Gold-ი კანადური კომპანიის პორტფელში არსებულ სამ მსხვილ აქტივს ყიდულობს: სადიოლას მაღაროს მალიში, დიდ სამთო კომპლექსს კოტ-დ’ივუარსა და ქურმუკის პროექტს ეთიოპიაში.

შექმნილი ბიუროკრატიული დაბრკოლების გამო, მხარეებმა ხელშეკრულების დასრულების საბოლოო ვადა ორი თვით, ივლისის ბოლომდე გადაავადეს, პარალელურად კი კანადისა და აფრიკის მარეგულირებელი ორგანოებიდან შესაბამისი ნებართვები უკვე მიიღეს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Allied Gold-ის წარმომადგენლის განცხადებით, ტრანზაქციას ძლიერი ინდუსტრიული და კომერციული ლოგიკა აქვს, მხარეები კი სამუშაო პროცესს აქტიურად აგრძელებენ. საყურადღებოა, რომ Allied Gold-ის აქციების ფასი ტორონტოს საფონდო ბირჟაზე, გარიგების შესაძლო ჩაშლის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, 6.5%-ით შემცირდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $3.2 მილიარდს შეადგენს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოკვლევა, რომ მოეწყოს მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელი დიდი დიღმის მიმართულებით

კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოკვლევა, რომ მოეწყოს მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელი დიდი დიღმის მიმართულებით

BM.GE

როგორია უმსხვილესი იაპონური კომპანიების რეიტინგი?

როგორია უმსხვილესი იაპონური კომპანიების რეიტინგი?

BM.GE

დარწმუნებული ვარ ირაკლის [ბენდელიანი] პატიოსნებაში და იგივე ეხება [ირაკლი] ხმალაძეს - კახა კალაძე

დარწმუნებული ვარ ირაკლის [ბენდელიანი] პატიოსნებაში და იგივე ეხება [ირაკლი] ხმალაძეს - კახა კალაძე

BM.GE

წელს, რაჭაში სეზონი დაახლოებით ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო - "კესანე არ დამივიწყო"

წელს, რაჭაში სეზონი დაახლოებით ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო - "კესანე არ დამივიწყო"

BM.GE