მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ჩადის მარკო რუბიო იტალიაში?
რატომ ჩადის მარკო რუბიო იტალიაში?

რატომ ჩადის მარკო რუბიო იტალიაში?

BM.GE5 მაისი, 2026, 02:12|bm.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 7-8 მაისს რომსა და ვატიკანს ეწვევა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ვიზიტი მიზნად ვაშინგტონსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის დაძაბული ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს. სახელმწიფო მდივანი იტალიელ კოლეგასთან, ანტონიო ტაიანისთან და თავდაცვის მინისტრთან, გვიდო კროზეტოსთან შეხვედრებს გამართავს.

ვატიკანში ის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს შეხვდება. როგორც ირკვევა, მარკო რუბიოსა და ჯორჯა მელონის პირისპირ შეხვედრა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვიზიტს წინ დონალდ ტრამპის მხრიდან რომის პაპისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის კრიტიკა უძღოდა. შეგახსენებთ, მათ შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა პაპი ლეო XIV აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კრიტიკის გამო გაკიცხა. თეთრი სახლის ლიდერმა პონტიფიკოსის პოზიციას "სუსტი" უწოდა. პარალელურად, დონალდ ტრამპმა იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯა მელონიც გააკრიტიკა. მელონიმ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა, პაპს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა. საპასუხოდ, ტრამპმა იტალიელი ლიდერი გამბედაობის ნაკლებობაში დაადანაშაულა.

როგორც ცნობილია, დაპირისპირების პერიოდში დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებიც გამოაქვეყნა. მასზე პრეზიდენტი ქრისტეს მსგავსი ფიგურის სახით იყო წარმოდგენილი. რელიგიური წრეების პროტესტის შემდეგ, პრეზიდენტმა აღნიშნული პოსტი წაშალა. თავის მხრივ, პაპმა განაცხადა, რომ მას თეთრი სახლის კრიტიკის არ ეშინია.

შეგახსენებთ, რომ მარკო რუბიო პაპ ლეო XIV-ს პირველად გასულ წელს შეხვდა. იგი პონტიფიკოსის ინაუგურაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსთან ერთად დაესწრო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE