მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ჩამორჩება დონორების დაფინანსებული აგროპროექტების შესრულება გეგმას? – ზურაბ ეზუგბაიას განმარტება
რატომ ჩამორჩება დონორების დაფინანსებული აგროპროექტების შესრულება გეგმას? – ზურაბ ეზუგბაიას განმარტება

რატომ ჩამორჩება დონორების დაფინანსებული აგროპროექტების შესრულება გეგმას? – ზურაბ ეზუგბაიას განმარტება

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 18:31|bm.ge

წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ რიგ სასოფლო-სამეურნეო და სამელიორაციო პროექტებში ბიუჯეტის ათვისების დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება - აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის მიერ ბიუჯეტის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების შემდეგ კითხვა დარგობრივი სამინისტროს ბიუჯეტის ათვისების მიმართულებით დასვა და აღნიშნა, რომ მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში (DiMMA) შესრულება 47%-ია. ასევე დაბალი მაჩვენებელი აქვს ირიგაციის მიმართულებით დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს - კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების, ზემო სამგორის ირიგაციისა და საწყავი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტებს. "ქართული ოცნების" დეპუტატი დაინტერესდა - რით არის განპირობებული დაბალი ათვისება, რაზედაც პასუხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიამ გასცა.

მან აღნიშნა, რომ ათვისების მაჩვენებელი რიგ შემთხვევებში მართლაც ჩამორჩება გეგმას, თუმცა ამას კონკრეტული მიზეზები აქვს.

"წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, ჩვენი საერთაშორისო პროექტების მაჩვენებელი ზოგ შემთხვევაში არ არის მაქსიმალური, ისეთი, როგორც იყო დაგეგმილი. მას აქვს განსხვავებული მიზეზები. მაგალითად, მერძევეობის პროგრამაში (DiMMA) ფერმერთა სწავლება-გადამზადების კომპონენტი გადაჭარბებით შესრულდა - ნაცვლად 150 ბენეფიციარისა, 300-მდე ფერმერი გადამზადდა. რაც შეეხება მიზნობრივ გრანტებს, აქ დამოკიდებული ვართ შემოსული განაცხადების ხარისხზე. ამ ეტაპზე დაკმაყოფილებულია 40 მიზნობრივი გრანტი, დანარჩენი კი განხილვის პროცესშია და პარამეტრები ზუსტდება", - განმარტა ეზუგბაიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, DiMMA-ს ფარგლებში საძოვრების აღდგენის პროგრამის შეფერხება ახალი საკანონმდებლო ბაზის მომზადებას უკავშირდება.

"ჩვენ უფრო მეტი ძალისხმევა მოვახმარეთ საძოვრების თაობაზე ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებას დონორების მხარდაჭერით. ეს საკანონმდებლო პაკეტი, პრინციპში, დასრულებულია და საშემოდგომო სესიისთვის მთავრობის მხრიდან იქნება ინიციირებული, რის შემდეგაც სამუშაოების წარმართვა ბიუჯეტის ხელშეწყობით უფრო მეტად გახდება შესაძლებელი", - თქვა მან.

რაც შეეხება უშუალოდ ირიგაციის სექტორს, ეზუგბაიამ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილ პროგრამებში ჩამორჩენა არ არის და პროცესი გეგმასაც კი უსწრებს: "მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი საერთაშორისო პროგრამები მელიორაციისა და საირიგაციო სისტემების განვითარების კუთხით ძალიან კარგადაა წარმოჩენილი. ათვისების მაჩვენებელი აჭარბებს გეგმას. წლის ბოლომდე პროგნოზი არის ისეთი, რომ წლიურ პარამეტრებსაც გადავაჭარბებთ და მომდევნო წლის ბიუჯეტშიც უფრო გაზრდილ მაჩვენებლებს ჩავდებთ".

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტში მცირე ჩამორჩენა ტექნიკის მიწოდებას უკავშირდება, სადაც ტენდერი უკვე დასრულდა და უშუალოდ კომპიუტერული ტექნიკის მიღება წლის მეორე ნახევარში მოხდება. რაც შეეხება ყველაზე მასშტაბურ ჩამორჩენას, ის ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ დაფინანსებულ ზემო სამგორის ირიგაციის პროექტში ფიქსირდება.

"აქ ჩამორჩენა განპირობებული იყო პირველ რიგში იმით, რომ პროგრამის მსვლელობის დიზაინი შეიცვალა. თუ თავიდან საპროექტო სამუშაოებისა და ტექნიკური ზედამხედველობისთვის ცალ-ცალკე ტენდერების ჩატარება იგეგმებოდა, შემდგომ გადაწყდა, რომ ეს გაერთიანებულიყო ერთიან სატენდერო პროცედურად. ამ გადაწყობამ წაიღო ძალიან დიდი დრო, რადგან შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხდებოდა. ამ ეტაპზე ტენდერის პირველი ეტაპი დასრულებულია - შორთლისტში 4 ორგანიზაციაა. ვიმედოვნებთ, რომ წლის მეორე ნახევარში საბოლოო შეთანხმებები მიიღწევა და უშუალოდ პროექტირებისა და პრაქტიკული სამუშაოების ფაზაზე გადავალთ", - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.

მან ასევე დასძინა, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში ქვედანაყოფის დაკომპლექტება და ოფისის ლოგისტიკური აღჭურვა უკვე დასრულებულია, კომპანია "საქართველოს მელიორაცია" მათთან აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს და წლის მეორე ნახევარში სამელიორაციო მიმართულებით ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთში 5G კავშირი ოფიციალურად ამოქმედდა

რუსეთში 5G კავშირი ოფიციალურად ამოქმედდა

BM.GE

საქართველოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის თანამშრომლობის ფარგლებში $11 მილიონი დაიხარჯება - რას მოხმარდება?

საქართველოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის თანამშრომლობის ფარგლებში $11 მილიონი დაიხარჯება - რას მოხმარდება?

BM.GE

Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე

Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე

BM.GE

უკრაინამ სარატოვში Rosneft-ის ქარხანა და Ozon-ის საწყობი დრონებით დაბომბა

უკრაინამ სარატოვში Rosneft-ის ქარხანა და Ozon-ის საწყობი დრონებით დაბომბა

BM.GE