მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ეცემა ოქროს და ვერცხლის ფასები?
რატომ ეცემა ოქროს და ვერცხლის ფასები?

რატომ ეცემა ოქროს და ვერცხლის ფასები?

BM.GE10 ივნისი, 2026, 22:31|bm.ge

ძვირფასი მეტალების ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ერთ კვირაში ოქროს ფასი 6.5%-ით დაეცა და დღეს 4,150 დოლარი შეადგინა, რაც ერთთვიანი მინიმუმია და ამ პერიოდში 12.5%-იან კორექციას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ის 64 დოლარად ივაჭრება და 25%-ით არის გაუფასურებული.

ბაზარზე პესიმისტური განწყობა აშშ-ის ინფლაციურ სტატისტიკას და სამომხმარებლო ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. როგორც ირკვევა, სამომხმარებლო ფასების მატება ბაზარზე იმ მოლოდინს აძლიერებს, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ხანგრძლივი პერიოდით შეინარჩუნებს ან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას განაახლებს.

ამას ისიც ადასტურებს, რომ ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებზე განაკვეთები იზრდება, რაც ინვესტორებს კაპიტალის გადატანისკენ უბიძგებს. ამას ის განაპირობებს, რომ ოქრო პასიური აქტივია, ხოლო ობლიგაციების სანაცვლოდ ინვესტორები პერიოდულ პროცენტულ სარგებელს იღებენ, რაც ამჟამად უფრო მიმზიდველია, ვიდრე ძვირფასი მეტალი.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ოქრო ტრადიციულად ინფლაციისგან დამცავ აქტივად მიიჩნევა, თუმცა მაღალი განაკვეთები მის მიმზიდველობას ამცირებს, რადგან ამ დროს ინვესტორები უპირატესობას შემოსავლიან აქტივებს ანიჭებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE