მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ეცემა საფონდო ბირჟა?
რატომ ეცემა საფონდო ბირჟა?

რატომ ეცემა საფონდო ბირჟა?

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 22:47|bm.ge

6 ოქტომბერს დაფიქსირებული რეკორდული მაქსიმუმის შემდეგ, ამერიკულმა საფონდო ბაზარმა მასშტაბური კორექცია განიცადა, რის შედეგადაც S&P 500-ის ინდექსმა დაახლოებით $4 ტრილიონის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა.

ძირითადი დაღმასვლა ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების სექტორებში ფიქსირდება, სადაც კომპანიების ჯამური ღირებულება $5.5 ტრილიონით შემცირდა.

ბაზრის ვარდნის მთავარი კატალიზატორი აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება იყო. მოგეხსენებათ, მათ კონგრესის ორივე პალატასა და რამდენიმე შტატის არჩევნებში ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს, რამაც ტექნოლოგიური სექტორის მიმართ რეგულაციების გამკაცრების მოლოდინი გააჩინა.

განსაკუთრებული ყურადღება ტეხასმა მიიპყრო, რომელიც მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰაბია. შტატში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს ახორციელებენ ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან: Google, Nvidia, Microsoft, Meta, Oracle და OpenAI. ტეხასის გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯინა ინოჰოსას გამარჯვებამ ინვესტორებში შეშფოთება გამოიწვია. მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადება და გარკვეული საგადასახადო შეღავათების გაუქმება იყო. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი მან განაცხადა, რომ ის ყველაფერს იზამდა მონაცემთა ცენტრების მშენებლობის პროცესის შესაფერხებლად, რაც, როგორც ჩანს, მოსახლეობის უმრავლეობის რეალური მოთხოვნაა.

პრობლემა მხოლოდ ტეხასს არ უკავშირდება. აშშ-ის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო მეტად აპროტესტებს მონაცემთა ცენტრების მშენებლობას, ძირითადად ელექტროენერგიისა და წყლის გაზრდილი მოხმარების, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების, ხმაურისა და მიწის რესურსების გამოყენების გამო.

ინვესტორებისთვის ეს მნიშვნელოვანი რისკია, რადგან მონაცემთა ცენტრების მშენებლობის შეფერხება ნიშნავს AI-ინფრასტრუქტურის მიმართულები ინვესტიციების შენელებას. შესაბამისად, საფრთხე ექმნება არა მხოლოდ მშენებლობის პროცესს, არამედ ჩიპების, სერვერებისა და სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების სამომავლო შემოსავლებსაც.

მართალია, არჩევნები ამ ვარდნის უშუალო საბაბი გახდა, თუმცა ბაზარზე პრობლემები მანამდეც გროვდებოდა. ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტი საფონდო ბაზრის ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ტექნოლოგიურმა გიგანტებმა მონაცემთა ცენტრების, სერვერებისა და ჩიპების წარმოებისთვის ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიციები გაიღეს.

თუმცა, ამის ფონზე, უოლ-სტრიტზე სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: შეძლებენ თუ არა კომპანიები ამ ინვესტიციების დროულად ამოღებას და ხელოვნური ინტელექტით რეალური ეკონომიკური სარგებლის მიღებას?

ამ ნეგატიური განწყობის ფონზე, ინვესტორები კიდევ ერთი კრიზისის წინაშე აღმოჩდნენ, რაც AI-ინდუსტრიის უპირობო ლიდერს, NVIDIA-ს და მის დამფუძნებელს, ჯენსენ ჰუანგს უკავშირდება. მისმა საკნდალმა და CEO-ს პოზიციის დატოვებამ ინვესტორებში NVIDIA-სა და AI-ინდუსტრიის მიმართ ნდობის შერყევა გამოიწვია, რამაც კომპანიის შეფასება თითქმის $2 ტრილიონით შეამცირა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კარგი იქნება, თუ რეგულაციები დაიხვეწება. ხანდახან იწელება ნებართვების მიღება - IDS Borjomi Georgia-ს პრეზიდენტი

კარგი იქნება, თუ რეგულაციები დაიხვეწება. ხანდახან იწელება ნებართვების მიღება - IDS Borjomi Georgia-ს პრეზიდენტი

BM.GE

ჰორმუზის სრუტესთან ორ ნავთობტანკერს ჭურვი მოხვდა

ჰორმუზის სრუტესთან ორ ნავთობტანკერს ჭურვი მოხვდა

BM.GE

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

BM.GE

კრემლი ქერჩის ხიდის აღდგენას გეგმავს - რუსეთმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო

კრემლი ქერჩის ხიდის აღდგენას გეგმავს - რუსეთმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო

BM.GE