მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ გაყიდა Strategy-მ ბიტკოინი?
რატომ გაყიდა Strategy-მ ბიტკოინი?

რატომ გაყიდა Strategy-მ ბიტკოინი?

BM.GE5 ივნისი, 2026, 04:25|bm.ge

ბიტკოინის უმსხვილესმა მფლობელმა კომპანია Strategy-მ (ყოფილი MicroStrategy) ბოლო წლების განმავლობაში ციფრული აქტივის პირველი გასხვისების ოპერაცია განახორციელა, რამაც ბირჟაზე მისი აქციების მკვეთრი კლება და ბიტკოინის გაუფასურება გამოიწვია.

როგორც ირკვევა, მაიკლ სეილორის კომპანიამ 26 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში 32 ბიტკოინი გაასხვისა, რის შედეგადაც, მოსაკრებლებისა და ხარჯების გამოკლებით, $2.5 მილიონი მოიზიდა. არსებული ინფორმაციით, აქტივები თითო ბიტკოინზე საშუალოდ 77 135 დოლარად გაიყიდა, რაც აღემატება კომპანიის მიერ მთლიანი რეზერვის შესყიდვის საშუალო ფასს.

აღნიშნული ტრანზაქციის შემდეგ, კომპანიის მფლობელობაში კვლავ რჩება დაახლოებით 844 000 ბიტკოინი, რომელთა საშუალო შესყიდვის ფასი $75 699-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რეზერვების ნაწილობრივი გაყიდვა ინვესტორებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან კომპანია წლების განმავლობაში ბიტკოინის გრძელვადიანი შენარჩუნების სტრატეგიას აქტიურად მიჰყვებოდა და სეილორი აცხადებდა, რომ ის ბიტკოინს არასოდეს გაყიდდა.

Strategy-ის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ ინვესტორებმა ორგანიზაცია საინვესტიციო ფონდად უნდა განიხილონ და მის მიერ პერიოდულად ბიტკოინს ყიდვისა თუ გაყიდვის სიახლეს სიმშვიდით უნდა შეხედონ, რადგან ეს Strategy-ის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.

როგორც ირკვევა, Strategy-ს ბიტკოინის გაყიდვა ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად და გარკვეული სავალო ტრანზაქციების განსახორციელებლად დასჭირდა.

მიუხედავად ამ შემთხვევისა, მაიკლ სეილორი აცხადებს, რომ Strategy ყოველთვის გააგრძელებს ბიტკოინში ინვესტირებას და პორტფელის მოცულობის გაზრდას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

BM.GE