მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ იქცა თურქეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის იმპორტიორად? - მარიამ ჩახვაშვილის განმარტება
რატომ იქცა თურქეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის იმპორტიორად? - მარიამ ჩახვაშვილის განმარტება

რატომ იქცა თურქეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის იმპორტიორად? - მარიამ ჩახვაშვილის განმარტება

BM.GE31 მაისი, 2026, 11:19|bm.ge

წელს თურქეთში ენერგიის ფასების მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა, რამაც დღის წესრიგში იქიდან ელექტროენერგიის შემოტანა დააყენა - ამის შესახებ BMG-სთან Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი საუბრობს.

„2026 წელი განსაკუთრებული წელია, რადგან თურქეთი პირველად გამოჩნდა იმპორტიორების სიაში. იქ ფასები დაკლებულია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც კარგი ჰიდროლოგია და განახლებადი ენერგიების გენერაციის ზრდაა. ფასები ისე დაიწია, რომ ჩვენ იქიდან ვახორციელებთ იმპორტს. აპრილშიც კი, თბოსადგურის გაჩერების პერიოდში, რამდენიმე დღის განმავლობაში, იმპორტს სწორედ თურქეთიდან ვახორციელებდით,“ - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, ეს მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება წინა წლებისგან, როდესაც მაისში, წყალუხვობის სეზონზე, საქართველოდან თურქეთში დიდი მოცულობის ექსპორტი გადიოდა. წელს კი, თურქეთში დაბალი ფასების ფონზე, ექსპორტისადმი ინტერესი მინიმალურია.

ამასთან, წელს, საქართველოში, აპრილში დაფიქსირებული დაბალი ჰიდროგენერაცია კიდევ ერთი ფაქტორი იყო, რამაც იმპორტის საჭიროება წარმოშვა. ჩახვაშვილის თქმით, წელს მყინვარების დნობა დაგვიანდა და ჰიდროლოგიური მაჩვენებლები ბოლო ხუთი წლის მინიმუმზე იყო.

რაც შეეხება ექსპორტს, არსებობს სირთულეები, რაც დაბალი ფასების პირობებში, შესაძლოა, იმ კომპანიებს შეექმნათ, რომლებსაც გარანტირებული ექსპორტის ხელშეკრულებები (TDA) აქვთ სახელმწიფოსთან.

„აქამდე TDA ხელშეკრულება დამატებით ბენეფიტად ითვლებოდა, ახლა კი, ამ სადგურებს მაინც უწევთ ექსპორტის განხორციელება ან გადაცემის საფასურის გადახდა, მაშინაც კი, როცა ბაზარზე დაბალი ფასებია. გამოსავალს საათობრივ ვაჭრობაში ვხედავთ, რაც ექსპორტიორებს მეტ სარგებელს მოუტანს,“ - განმარტავს ჩახვაშვილი.

მისივე შეფასებით, განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით, 2026 წელი პოზიტიურად მიიჩნევა - 2016 წლის შემდეგ პირველად სისტემას ახალი ქარის სადგური დაემატა. ასევე ექსპლუატაციაში შევიდა ხუთი მცირე მზის ელექტროსადგური. მართალია, მათი წილი ჯამურ გენერაციაში ჯერჯერობით მცირეა (0.5%-დან 1%-მდე გაიზარდა), თუმცა წლის ბოლომდე კიდევ 100 მეგავატიანი ქარის სადგურის მშენებლობა იგეგმება.

გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ბაზრების დივერსიფიკაცია და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის გამოყენება.

„თუ 10 წლის ჭრილში ჩვენი საბაზისო სცენარი შესრულდა და დადგმული სიმძლავრე 90%-ით გაიზარდა, შავი ზღვის კაბელს ექნება კრიტიკული მნიშვნელობა, განსაკუთრებით მაისი-ივნისი-ივლისის თვეებში, რათა ჭარბი ენერგია ეფექტურად გაიყიდოს,“ - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წლის აპრილში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა. ამავე დროს, ჰიდროგენერაცია 19.3%-ით შემცირდა, რაც ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება. შედეგად, თბოგენერაციისა და იმპორტის ერთობლივი წილი ჯამურ მიწოდებაში 20.7%-მდე გაიზარდა, 2021-25 წლების აპრილის საშუალო 6.0%-თან შედარებით.

წლის პირველ ოთხ თვეში კი, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.6%-ით, 5.1 ტვტ.სთ-მდე გაიზარდა. Galt & Taggart-ის შეფასებით, ზრდა განსაკუთრებით ცივ ზამთარს და ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვალენსიის გადაწყვეტილებით, ქალაქში ტურისტებზე ბინების მხოლოდ 2% გაქირავდება

ვალენსიის გადაწყვეტილებით, ქალაქში ტურისტებზე ბინების მხოლოდ 2% გაქირავდება

BM.GE

ტურიზმის ადმინისტრაცია რაჭის კურორტების იდეისა და ვიზუალური პროექტზე $335 ათასს დახარჯავს

ტურიზმის ადმინისტრაცია რაჭის კურორტების იდეისა და ვიზუალური პროექტზე $335 ათასს დახარჯავს

BM.GE

ირაკლი კობახიძემ გენერალურ პროკურორს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი წოდება მიანიჭა

ირაკლი კობახიძემ გენერალურ პროკურორს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი წოდება მიანიჭა

BM.GE

ირაკლი კობახიძემ სულხან თამაზაშვილს და ვაჟა სირაძეს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა

ირაკლი კობახიძემ სულხან თამაზაშვილს და ვაჟა სირაძეს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა

BM.GE