მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ იზრდება ნავთობის ფასი?
რატომ იზრდება ნავთობის ფასი?

რატომ იზრდება ნავთობის ფასი?

BM.GE1 ივნისი, 2026, 18:11|bm.ge

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ნავთობის ფასი საშუალოდ 4%-ით გაიზარდა და Brent-ის ღირებულებამ 94 დოლარს მიაღწია, ხოლო WTI-ის ფასი 91 დოლარი ფარგლებშია. თუკი მიმდინარე ფასებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ნავთობი საშუალოდ 45%-ით არის გაძვირებული.

ენერგეტიკული რესურსის ბოლოდროინდელი გაძვირება აშშ-ირანის მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურებით არის განპირობებული. გასული კვირის მიწურულს, ბაზარზე იყო მოლოდინი, რომ სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდებოდა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა ერთმანეთს თავდაცვის არგუმენტით ცეცხლი გაუხსნეს. ამასთან, არსებობს სერიოზული ეჭვები ირანის ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და დღემდე გაურკვეველია, თუ ვინ მართავს ქვეყანას რეალურად.

საერთო ჯამში, გაურკვევლობა, მოლაპარაკების გაჭიანურება და ჰორმუზის სრუტის პარალიზება ენერგეტიკულ ბაზარზე რისკებს აჩენს, რაც ნავთობისა და გაზის გაძვირებას იწვევს. ბუნებრივი აირის შემთხვევაში, დღეს ზრდის მაჩვენებელი 5%-ია, ხოლო ერთწლიან პერიოდში მატება საშუალოდ 40%-ია.

ექსპერტების შეფასებით, თუ ჰორმუზის სრუტე ივლისამდე არ გაიხსნება, მაშინ წლის განმავლობაში ნავთობის არსებითი გაიაფება მოსალოდნელი ვეღარ იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანესიმედი
  • აშშ-მა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა, ნავთობის ფასები გაიზარდაფორმულა
  • რუსეთის ქალაქებში ნავთობის საწყობებზე, ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდატვ პირველი
ნავთობის →

მსგავსი სტატიები

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE

დამნაშავედ ცნეს პირი, რომელიც გარდაბანში 260 წვრილფეხა საქონელს მოტყუებით დაეუფლა

დამნაშავედ ცნეს პირი, რომელიც გარდაბანში 260 წვრილფეხა საქონელს მოტყუებით დაეუფლა

BM.GE