მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რაც უფრო ემატება მშპ ერთ სულზე, მით უფრო დაკორექტირდება [სოციალურად დაუცველთა] სია - მამუკა მდინარაძე
რაც უფრო ემატება მშპ ერთ სულზე, მით უფრო დაკორექტირდება [სოციალურად დაუცველთა] სია - მამუკა მდინარაძე

რაც უფრო ემატება მშპ ერთ სულზე, მით უფრო დაკორექტირდება [სოციალურად დაუცველთა] სია - მამუკა მდინარაძე

BM.GE11 აგვისტო, 2026, 19:50|bm.ge

"ნებისმიერი სიის გადახალისების და გაოპტიმალურების დროს შეიძლება ასეთი კითხვა დაისვას - ტყუილად ხომ არ იხარჯებოდა ფული. არა, რა თქმა უნდა", - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სოციალურად დაუცველი ოჯახების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

საქმე ისაა, რომ სახელმწიფოს სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება აქტიურად აქვს დაწყებული. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თითქმის 70 000 ოჯახი უკვე გადამოწმდა და მათ უმრავლესობას, შემწეობის მისაღებად საჭირო ქულა არ უგროვდება.

მამუკა მდინარაძის თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების და მათი რაოდენობის კლების პროცესი ბუნებრივად უკავშირდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას.

"არის რაღაც ეტაპები, როდესაც კორექტირება ხდება, ოღონდ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამდენი ათასი ადამიანიდან ინდივიდუალურად შეიძლება რაღაც ადამიანური შეცდომებიც იყოს და ასე შემდეგ, რასაც გადახედვა სჭირდება, კორექტირება სჭირდება.

სულ რაღაც 4-5 წლის წინ გახსოვთ ალბათ რამდენი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე? $5 000-იც არ იყო. როდესაც $10 000-ს სცდება, შესაბამისად ამისა, ეს ბუნებრივად იწვევს იმ პროცესს, რასთან დაკავშირებითაც ახლა გადაწყვეტილებები მიიღება. რაც უფრო ემატება მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე და შესაბამისი კოეფიციენტები, რომელიც ხალხში ამ ეკონომიკური ზრდის გადანაწილებას ასახავს, მით უფრო დაკორექტირდება ეს სია. არ შეიძლება $4 500-იან ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე და მაშინაც იყოს, პირობითად 600 000 სოციალურად დაუცველი, და $10 000-ს გადასცდა და მაშინაც 600 000 სოციალურად დაუცველი იყოს",- ამბობს მდინარაძე

მისივე თქმით, თუ იყო შეცდომები გადამოწმების პროცესში, ეს გამოსწორდება: "სულ რამდენიმე ათეულ შემთხვევაში შეიძლება იყოს წმინდა ბუნებრივი ადამიანური შეცდომები, რაც აუცილებლად დაკორექტირდება",- თქვა მდინარაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მეტი სარგებელი დანაზოგზე - პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება

მეტი სარგებელი დანაზოგზე - პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

4Hospitals-მა b-ONE-ის მასშტაბური კონფერენცია გამართა — ამერიკული ხარისხი, 80-ზე მეტი ტრავმატოლოგი და FDA-სერთიფიცირებული იმპლანტები

4Hospitals-მა b-ONE-ის მასშტაბური კონფერენცია გამართა — ამერიკული ხარისხი, 80-ზე მეტი ტრავმატოლოგი და FDA-სერთიფიცირებული იმპლანტები

BM.GE

გელათის მონასტრის გარშემო ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა - დამუშავდება განაშენიანების გეგმა

გელათის მონასტრის გარშემო ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა - დამუშავდება განაშენიანების გეგმა

BM.GE