მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რაზე ისაუბრა ილონ მასკმა SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე განთავსების წინ?
რაზე ისაუბრა ილონ მასკმა SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე განთავსების წინ?

რაზე ისაუბრა ილონ მასკმა SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე განთავსების წინ?

BM.GE12 ივნისი, 2026, 22:26|bm.ge

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა SpaceX-ის პირველი საჯარო შეთავაზების ცერემონიაზე თანამშრომლებს სიტყვით მიმართა. მან კომპანიის განვითარების გზასა და ისტორიულ მიღწევებზე ისაუბრა.

როგორც ბიზნესმენმა თქვა, მისთვის ახლაც დაუჯერებელია, რომ ელ-სეგუნდოს საწყობში შექმნილმა მცირე საწარმომ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საჯარო შეთავაზება განახორციელა. მასკის განცხადებით, თავდაპირველად ის მიიჩნევდა, რომ SpaceX-ის წარმატების შანსები 100-დან, მაქსიმუმ 10% ან ნაკლები იყო. მილიარდერმა დამსწრე საზოგადოებას ისიც გაუმხილა, რომ კოსმოსური კომპანიის შექმნიდან მალევე პარტნიორებს აცნობა, რომ პროექტი, სავარაუდოდ, მარცხით დასრულდებოდა.

სიტყვით გამოსვლისას მასკმა კაცობრიობის მრავალპლანეტურ ცივილიზაციად ქცევის იდეას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. მისი თქმით, როცა მან SpaceX-ის განვითარება დაიწყო, სხვა აეროკოსმოსური ორგანიზაციები არ აკეთებდნენ საკმარისს, რათა სხვა პლანეტებზე ცხოვრების დაწყება შესაძლებელი გამხდარიყო, შესაბამისად, სწორედ ამ სიცარიელის ამოვსება დაისახა მიზნად.

მისი თქმით, SpaceX-ი, როგორც პროექტი მიზნად სამეცნიერო ფანტასტიკის რეალობად ქცევასა და საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას ისახავს. მას სურს, რომ კოსმოსში მოგზაურობა მხოლოდ ასტრონავტების პრივილეგია აღარ იყოს. მილიარდერმა თქვა ისიც, რომ რამდენიმე წელიწადში მისი კომპანია მთვარესა და მარსზე ნებისმიერი მსურველის ტრანსპორტირებას შეძლებს და გამოთქვა იმედი, რომ ამას ის არსებულ გუნდთან ერთად შეძლებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ 50 ქვეყნისთვის Visa Bond-ის მაქსიმალურ თანხას $20 000-მდე ზრდის – $5000-იანი დეპოზიტი უქმდება

აშშ 50 ქვეყნისთვის Visa Bond-ის მაქსიმალურ თანხას $20 000-მდე ზრდის – $5000-იანი დეპოზიტი უქმდება

BM.GE

Commerzbank-ი UniCredit-თან მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდა

Commerzbank-ი UniCredit-თან მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდა

BM.GE

აშშ სავიზო დეპოზიტის პროგრამას, რომელშიც საქართველოც შედის, მუდმივს ხდის

აშშ სავიზო დეპოზიტის პროგრამას, რომელშიც საქართველოც შედის, მუდმივს ხდის

BM.GE

BMW წლის ბოლომდე 8 000 თანამშრომელს გაუშვებს

BMW წლის ბოლომდე 8 000 თანამშრომელს გაუშვებს

BM.GE