
Red Wings-ს თბილისიდან რუსეთის კიდევ 6 ქალაქში სურს ფრენა
რუსულმა ავიაკომპანიამ Red wings-მა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმართა საქართველოში დამატებითი რეისების შესრულებაზე. "როსავიაციის" საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსულ ავიაკომპანიას თბილისიდან დამატებით ექვსი ქალაქიდან უნდა ფრენები.
ეს ქალაქებია:
• ომსკი; • ვოლგოგრადი; • იჟევსკი; • კრასნოიარსკი; • სარატოვი; • სურგუტი;
ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანიის განაცხადში 17 ქალაქია:
• ასტრახანი; • ჩერეპოვეცი; • ჩებოქსარი; • ულიანოვსკი; • სიქტივკარი; • სურგუტი; • სტავროპოლი; • ორენბურგი; • ომსკი; • ნიჟნეკამსკი; • კალინინგრადი; • ირკუტსკი; • იჟევსკი; • ბარნაული; • კრასნოიარსკი; • ვოლგოგრადი; • სარატოვი;
უნდა აღინიშნოს, რომ ეს განაცხადი არ ნიშნავს, რომ ამ ქალაქებიდან რუსული ავიაკომპანია ფრენებს შეასრულებს, ეს არის პროცედურა, რომლითაც კომპანია ფრენების შესრულებაზე მხოლოდ ინტერესს გამოხატავს. ამის შემდეგ ფრენების ნებართვაზე Red Wings-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მიმართვა მოუწევს.
BM.GE
წყარო: bm.ge