მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. დროა რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს
დროა რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს

დროა რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს

ფორმულა|formulanews.ge

პარტია "დროა" რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია იმ უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს, რომელთა საქმიანობაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველად არის მიჩნეული.

პარტიის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზს უკავშირდება, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიებას, ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან სავარაუდო ფარული ურთიერთობების მხილებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას.

"მეგობრებო, უკვე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომაც შეგვიყვანა პარტია "დროა" არასასურველ ორგანიზაციათა სიაში.

მანამდე, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოგვაცხადა არასასურველად, რამდენიმე ჩვენთვის საამაყო მიზეზის გამო. რაში გვედება "ბრალი":

1. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მიჩნევაში;

2. ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების გამოაშკარავებაში;

3. საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობაში;

4. საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაში;

5. უკრაინის ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერაში. საქართველოსა და უკრაინას შორის მჭირდო თანამშრომლობასა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ (ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი) მონაწილეობის მხარდაჭერაში;

6. და ბოლოს, იმაში, რომ “დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლაში.

ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ:

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს!

ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!

ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში!

საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!", - წერს "დროა".

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს სანქციები დაუწესაBM.GE
  • რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა - ვირუსი რისკჯგუფებს გასცდატვ პირველი
  • აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებარუსთავი 2
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →რეჟიმის →

მსგავსი სტატიები

სააგენტო: დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მთაში ქარბუქი

სააგენტო: დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მთაში ქარბუქი

ფორმულა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

ფორმულა

ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ჩინეთში მომავალ კვირას გაიმართება

ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ჩინეთში მომავალ კვირას გაიმართება

ფორმულა

მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ

მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ

ფორმულა