მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეფერენტული ფასების რეფორმით მოსახლეობამ ორ წელში ₾853 მილიონი დაზოგა - მიხეილ სარჯველაძე
რეფერენტული ფასების რეფორმით მოსახლეობამ ორ წელში ₾853 მილიონი დაზოგა - მიხეილ სარჯველაძე

რეფერენტული ფასების რეფორმით მოსახლეობამ ორ წელში ₾853 მილიონი დაზოგა - მიხეილ სარჯველაძე

BM.GE29 აპრილი, 2026, 19:06|bm.ge

მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას მედიკამენტების ფასებისა და მიმდინარე რეფორმის შედეგებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, რეფერენტული ფასი 7 500-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქტზეა განსაზღვრული, რამაც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა. სარჯველაძემ იაფფასიანი სპეკულაცია უწოდა ოპოზიციის კრიტიკას პენსიონერების მიერ წამლებში დახარჯული თანხების შესახებ.

მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ვრცლად ისაუბრა იმ მაჩვენებლებზე, რაც მისი თქმით, რეფორმამ მოიტანა.

„რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის შემდეგ, საცალო ქსელში ზოგიერთ მედიკამენტზე ფიქსირდება ფასების შემცირება 70-80%-ით. არის შემთხვევები, როდესაც ეს მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს. რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად, 2023-2025 წლებში მოსახლეობამ მედიკამენტებში ჯამში 853 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე. ეს საშუალოდ 40%-იანი სხვაობაა იმასთან შედარებით, რაც ამ პოლიტიკის გარეშე იქნებოდა.

რაც შეეხება მიზნობრივი ჯგუფების სასარგებლოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, უნდა აღინიშნოს ქრონიკული დაავადების მართვის მედიკამენტების ფარგლებში პროგრამაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები. მუშაობას ამ მიმართულებით კვლავ აგრძელებს სახელმწიფო, რათა მიზნობრივი ჯგუფების ფინანსური დაცულობა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა ფუნქციონირებს შშმ პირთათვის, ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებისთვის და ასე შემდეგ.

იაფფასიანი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი პენსიის დახარჯვა უწევთ პენსიონერებს მედიკამენტებში, სწორი არ არის. ყველა ძირითადი და მნიშვნელოვანი დაავადების სამკურნალო მაღალი ხარისხის საშუალება უზრუნველყოფილია ამ პროგრამის საშუალებით“, - განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • kursi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი აგლაძე: საცალო მომხმარებლებს და ბიზნესს 350 მილიონი ლარი დავუზოგეთრუსთავი 2
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
მილიონი →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE