მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს" - ლევან მეხუზლა „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესულ ცვლილებებზე
"რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს" - ლევან მეხუზლა „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესულ ცვლილებებზე

"რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს" - ლევან მეხუზლა „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესულ ცვლილებებზე

BM.GE5 მაისი, 2026, 03:36|bm.ge

"მეღვინეობის დარგში შემოღებული ყველა რეგულაცია ემსახურება ხარისხის გაუმჯობესებას. რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს, იმ ობიექტური პირობების გათვალიწინებით, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე იკლო ღვინის მოხმარებამ და გაზდრილია კონკურენცია“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

შეგახსენებთ, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.

ლევან მეხუზლას განცხადებით, შეთანხმების მიღება მარტივია და ეხება მხოლოდ იმ მევენახეს, რომელიც გეგმავს ვენახი გააშენოს მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში.

„შეთანხმების მისაღებად საჭიროა ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზები. საქართველოში არსებობს ლაბორატორიები, რომლებიც ნიადაგის ანალიზებს ძალიან წარმატებით და ეფექტიანად აკეთებენ და არიან აკრედიტებული ამ სფეროში. ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ნიადაგის წყლის დგომა არ იყოს 1 მეტრზე ნაკლები, რაც არის სრულიად სამართლიანი, რადგან წყლიან ნიადაგზე ვენახის გაშენებული ვენახი იძლევა უხარისხო ყურძენს. შეთანხმების მისაღებად განაცხადის წარმოსადგენის დროს, ასევე აუცილებელია ნაკვეთის ფლობის დამდასტურებელი დოკუმენტაცია“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მისი თქმით, ვენახის გაშენების მსურველებს არ ექნებათ ვაზის ნერგების შერჩევის პრობლემა.

„კანონით აკრძალულია მხოლოდ ჰიბრიდული ჯიშების გაშენება და სხვა ჯიშებზე არ იქნება შეზღუდვა. ჩვენ რთველის მანძილზე ურთიერთობა გვაქვს 20 ათასამდე მევენახესთან და პრაქტიკაში გვხდება შეცდომები, როდესაც ვენახი გაშენებული ჭალაში, ან ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე, რაც ემსახურება რაოდენობის ზრდას და არა ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება და ქართული ღვინის პოზიციონერების გაუმჯობესება გლობალურ ბაზარზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სააგენტო უფლებამოსილია სამეწარმეო ვენახის გაშენების თაობაზე არ გასცეს თანხმობა, თუ განმცხადებელი ვერ წარადგენს სამეწარმეო ვენახის გაშენების წესით განსაზღვრულ სრულ დოკუმენტაციას ან წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ წესის დადგენილ მოთხოვნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE