მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეგიონებში 36 ახალი საბავშვო ბაღის მშებნებლობისთვის 100 მილიონიანი ტენდერები გამოცხადდა
რეგიონებში 36 ახალი საბავშვო ბაღის მშებნებლობისთვის 100 მილიონიანი ტენდერები გამოცხადდა

რეგიონებში 36 ახალი საბავშვო ბაღის მშებნებლობისთვის 100 მილიონიანი ტენდერები გამოცხადდა

BM.GE14 აგვისტო, 2026, 03:37|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის 6 რეგიონის 19 მუნიციპალიტეტში 36 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

პროექტების საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტები მოიცავს ქარელის, გურჯაანის, საგარეჯოს, ადიგენის, გორის, კასპის, ყვარლის, ლაგოდეხის, ახმეტის, მარტვილის, აბაშის, ხობის, სიღნაღის, ზუგდიდის, ნინოწმინდის, ბორჯომის, წალკის, სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობას.

პროექტების განხორციელების შედეგად ქვეყნის მასშტაბით აშენდება 36 საბავშვო ბაღი, სადაც 2000-მდე ბავშვისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეიქმნება.

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გარდა აღნიშნული 36 ბაღისა, ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად იგეგმება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბავშვებისთვის სათანადო პირობების შექმნას.

"მუნიციპალური განვითარების ფონდი მოუწოდებს შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესდნენ გამოცხადებული ტენდერებით და მიიღონ მონაწილეობა შესყიდვის პროცედურებში," - წერია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუმინეთსა და უნგრეთში ელექტროსადგურების მუშაობა შეფერხდა - მიზეზი დუნაიში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლებაა

რუმინეთსა და უნგრეთში ელექტროსადგურების მუშაობა შეფერხდა - მიზეზი დუნაიში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლებაა

BM.GE

გონიოს სანაპიროზე თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლები, მაგიდები და სკამები ალაგდა - მუნიციპალური ინსპექცია

გონიოს სანაპიროზე თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლები, მაგიდები და სკამები ალაგდა - მუნიციპალური ინსპექცია

BM.GE

რა ქონებას ფლობს ექსსაგარეო საქმეთა მინისტრი, დღეს ელჩი ილია დარჩიაშვილი?

რა ქონებას ფლობს ექსსაგარეო საქმეთა მინისტრი, დღეს ელჩი ილია დარჩიაშვილი?

BM.GE

დევდორაკის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დევდორაკის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

BM.GE