
რა ქონებას ფლობს ექსსაგარეო საქმეთა მინისტრი, დღეს ელჩი ილია დარჩიაშვილი?
საქართველოს ყოფილმა საქმეთა მინისტრმა, რომელიც დღეისთვის დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სრულუფლებიანი ელჩია ქონებრივი დეკლარაცია შეავსო.
ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2024 წლის ნოემბერში დატოვა, სახელმწიფო სამსახურში კი ელჩის პოზიციით 2026 წლის მარტში დაბრუნდა. შესაბამისად, დღეს მოქმედი დიპლომატი დეკლარაციაში უთითებს, რომ 2025 წელს მან ერთჯერადად, საკონსულტაციო საქმიანობით კომპანია „გრინ ბილდინგისგან“ 5 537 ლარის გასამრჯელო მიიღო.
მისმა ცოლმა ნინო ვაშაკიძემ კი რომელიც 2025 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის „სოლოს“ არარეზიდენტი მომხმარებლების სამსახურის გაყიდვების მხარდაჭერის მენეჯერი იყო 40 548 ლარის ხელფასი აიღო.
ილია დარჩიაშვილი თბილისში ზალდასტანიშვილების ქუჩაზე 73.9 კვ.მ.-ის, ხოლო ქავთარაძის ქუჩაზე 102 კვ.მ.-ის ბინებს ფლობს. აქედან პირველი მან 2018 წელს იპოთეკით 48 500 დოლარად, მეორე კი 2011 წელს ასევე იპოთეკით 73 000 დოლარად იყიდა.
ილია დარჩიაშვილს შვილებისთვის ანაბრები აქვთ გახსნილი, სადაც დეკლარაციის შევსების დროისთვის 1103-1103 დოლარი იყო განთვასებული. მის ცოლს ნინო ვაშაკიძეს კი საქართველოს ბანკის პრემიუმ ანაბარზე 18 718 ლარი ჰქონდა.
2025 წელს გასავალში 10 613 ევროს უთითებს, რაც იპოთეკური სესხის მომსახურებას წარმოადგენს. მის ცოლის იპოთეკური სესხის მომსახრურებისთვის გასული წლის გასავალი 12 228 ლარი იყო, სამომხმარებლო სესხის კი 11 806 ლარი. ამასთან ნინო ვაშაკიძემ შვილისთვის ინგლისის ერთ-ერთ ქალაქ ექსეტერში ბინის დაქირავებისთვის 7 550 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.
ილია დარჩიაშვილის დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს დიპლომატს 2 500 დოლარი დაუბრუნეს, ნინო ვაშაკიძეს კი 10 000 გირვანქა სტერლინგი.
ცნობისთვის, ილია დარჩიაშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი აქვს მინიჭებული და სახელმწიფო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სამუშაო გამოცდილება
• 2003–2004: ს/ს ბანკი „რესპუბლიკა“ – ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცერი. • 2004–2006: ს/ს ბანკი „რესპუბლიკა“ – ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსი. • 2006–2012: ს/ს ბანკი „რესპუბლიკა“ (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) – ფილიალის მმართველი. • 2012–2014: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – დიპლომატიური საქმიანობა საქართველოს საელჩოში პოლონეთის რესპუბლიკაში. • 2014–2015: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი – დირექტორის პირველი მოადგილე. • 2015: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი – აღმასრულებელი დირექტორი. • 2015–2016: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მინისტრის პირველი მოადგილე. • 2016–2017: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – საგანგებო დავალებათა ელჩი. • 2017–2021: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში. • 2021–2022: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია – ადმინისტრაციის უფროსი. • 2022 წლის 4 აპრილიდან 2024 წლის დეკემბრამდე: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
BM.GE
წყარო: bm.ge