მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რეგიონულ მოთამაშედ გადაქცევა გვინდა" - Nutrimax-მა $10 მლნ-ის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
"რეგიონულ მოთამაშედ გადაქცევა გვინდა" - Nutrimax-მა $10 მლნ-ის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

"რეგიონულ მოთამაშედ გადაქცევა გვინდა" - Nutrimax-მა $10 მლნ-ის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

BM.GE27 ივნისი, 2026, 09:30|bm.ge

კომპანია "ნუტრიმაქსმა", საინვესტიციო ბანკ "გალტ & თაგარტის" ჩართულობითა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით, სადებიუტო საჯარო ობლიგაციები განათავსა. ემისიის ნომინალურმა ღირებულებამ 10,000,000 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საბოლოო წლიური საპროცენტო სარგებელი 8.5%-ით განისაზღვრა. ობლიგაციებიდან მიღებულ სახსრებს "ნუტრიმაქსი" არსებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისა და კაპიტალური დანახარჯების დასაფინანსებლად მიმართავს.

"ნუტრიმაქსის" ფინანსური დირექტორის, გიორგი ცერცვაძის განმარტებით, კაპიტალის ბაზარზე გასვლის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, უფრო გრძელვადიან დაფინანსებაზე გადასვლის საჭიროებამ განაპირობა.

როგორც მან ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნა, კომპანია წარმოების ქვეყნის გარეთ გატანაზეც მუშაობს.

"2023 წელს კომპანიამ ახალი საწარმო ააშენა, რომელსაც დამატებითი, გაფართოებული ასორტიმენტი და დამატებითი სამუშაო კაპიტალი სჭირდებოდა. შესაბამისად, დაფინანსების ნაწილში დავიმატეთ ვალდებულებები და გვინდოდა, რომ მათი სტრუქტურა გაგვეუმჯობესებინა. გუნდში ამ ნაბიჯზე 2022 წლიდან აქტიურად ვფიქრობდით, თუმცა გადაწყვეტილება შედარებით გვიან მივიღეთ.

მიმდინარე ვალდებულებების რეფინანსირების გარდა, ჩვენ ამ თანხით ვაშენებთ სასაწყობო მეურნეობას საწარმოს ტერიტორიაზე, რომელიც ოპერაციების ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. ასევე, აქტიურად განვიხილავთ ცენტრალურ აზიაში გაფართოებას. ამჟამად ექსპორტს 6 ქვეყანაში ვახორციელებთ, თუმცა გვინდა, რომ რეგიონულ მოთამაშედ გადავიქცეთ და ლოკალური ბაზრის ფარგლებს გარეთ გავიდეთ. მათ შორის, ვმუშაობთ წარმოების საწარმოს გამართვაზე ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი ცერცვაძემ.

"გალტ & თაგარტის" კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვანო კიკვილაშვილმა აღნიშნა, რომ დებიუტანტი ემიტენტის მიმართ საინვესტიციო საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი დაინტერესება დაფიქსირდა.

"ეს არის ქართველი მწარმოებელი, მზარდი კომპანია, რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ ახალი საწარმო აამოქმედა, რამაც შემოსავლიანობის ზრდა გამოიწვია. კომპანია ექსპორტიორია და ზრდის მიმართულებით დიდი ამბიციები აქვს. შესაბამისად, ინვესტორებისთვის ეს საკმაოდ საინტერესო ფასიანი ქაღალდი აღმოჩნდა. შედეგად, მოთხოვნამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა მიწოდებას, რაც საინვესტიციო მიმართულებით კარგ მაჩვენებლად ითვლება", - განაცხადა ვანო კიკვილაშვილმა.

"ნუტრიმაქსის" პარტნიორი "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის, ნინო აფციაურის თქმით, ბანკსა და კომპანიას შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა დროთა განმავლობაში უფრო სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაც მოცემული ობლიგაციების გამოშვებაა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტორებს, რამაც კომპანიის კაპიტალის ბაზარზე გასვლას შეუწყო ხელი.

"პირველ რიგში, ეს არის კომპანიის სტაბილური ფინანსური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში, რის საფუძველზეც მან წამყვანი პოზიცია დაიკავა თავის ინდუსტრიაში. გარდა ამისა, ბანკის გადმოსახედიდან, ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიაში არსებული კულტურა - კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტი და ფინანსური ანგარიშგების წარმოება საერთაშორისო სტანდარტებით, რაც ზრდის გამჭვირვალობას და აძლიერებს ინვესტორების ნდობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას აქვს განვითარების მკაფიო სტრატეგია და ნათლად განსაზღვრული გეგმა, თუ რაში გამოიყენებს მოზიდულ კაპიტალს", - აღნიშნა ნინო აფციაურმა.

"ნუტრიმაქსი" ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და შინაური ცხოველების, ფრინველებისა და აკვაკულტურის საკვების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. 2023 წლიდან კომპანიამ წარმოება გააფართოვა და ევროპული სტანდარტების კომბინირებული საკვების საწარმოსთან ერთად, რეგიონში კომპანიონი ცხოველებისთვის ექსტრუდირებული საკვების მაღალტექნოლოგიური საწარმო აამოქმედა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხელოვნური ინტელექტის ბუმმა Micron-ის კვარტალური შემოსავალი გააოთხმაგა

ხელოვნური ინტელექტის ბუმმა Micron-ის კვარტალური შემოსავალი გააოთხმაგა

BM.GE

მაის-ივნისში შექმნილი მდგომარეობა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა - ელექტროსადგურებმა დაგეგმილი შემოსავლები ვერ მიიღეს

მაის-ივნისში შექმნილი მდგომარეობა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა - ელექტროსადგურებმა დაგეგმილი შემოსავლები ვერ მიიღეს

BM.GE

27 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

27 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

Microsoft-მა მზარდი ხარჯების გამო Xbox-ის კონსოლების ფასი გაზარდა

Microsoft-მა მზარდი ხარჯების გამო Xbox-ის კონსოლების ფასი გაზარდა

BM.GE