
რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი კახაბერ გულედანი მთავრობის ადმინისტრაციაში გადავიდა
რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი კახაბერ გულედანი მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა - ფაქტი, bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
საქმე ის არის, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების მიხედვით, გაყოფიდან 17 თვეში გაერთიანებულ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი მოადგილის პოსტი სწორედ კახაბერ გულედანს უნდა დაეკავებინა. ამის შესახებ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ სამინისტროების გაერთიანების დაანონსებისას განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებოდა რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი კი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გახდებოდა.
უცნობია, რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება და რატომ ვერ მოხვდა 5 მოადგილეს შორის გულედანი. თუმცა სამინისტროში bm.ge-ს უთხრეს, რომ უწყებების გაერთიანების შემდეგ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი რევაზ სოხაძის უწყებაში გაუქმდა.
რეგიონული განვითარების მინისტრად კახაბერ გულედანი 2025 წლის აპრილში დაინიშნა. მაშინ გაყოფილი სამინისტრო აწ უკვე მსჯავრდებულ გრიგოლ ლილუაშვილს უნდა ჩაებარებინა, თუმცა დაანონსებიდან დანიშვნამდე გადაწყვეტილება შეიცვალა.
რა ქონებას ფლობს კახა გულედანი
bm.ge მთავრობის ადმინისტრაციას მიმართავს კითხვით, სად გადავიდა ნიკოლოზ ტაბატაძე, რომელსაც ლერი ბარნაბიშვილის წასვლის შემდეგ, პრემიერის აპარატში რეგიონებთან ურთიერთობა ებარა.
BM.GE
წყარო: bm.ge