მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო | პროექტის ღირებულება ₾7 მილიონია
საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო | პროექტის ღირებულება ₾7 მილიონია

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო | პროექტის ღირებულება ₾7 მილიონია

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 15:00|bm.ge

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის აღნიშნული. რკინიგზის ინფორმაციით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. უკვე დაწყებულია არსებული ბაქნების დემონტაჟი. მის ნაცვლად ცენტრალის ტერიტორიაზე ახალი, უფრო მაღალი, თანამედროვე ტიპის ბაქნები მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაქნებს შორის არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე თბილისი ცენტრალის შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად, სადგურზე 4 ახალი ესკალატორი დამონტაჟდება.

განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები. რეაბილიტაციის პროცესში, ბაქანზე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და საავარიო განათებაც დამონტაჟდება.თბილისი ცენტრალის სრულად განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია. საქართველოს რკინიგზა თბილისი ცენტრალის სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს.

პროექტზე შპს „მაქსიმუმთან“ 3.29 მილიონი დოლარის (7 მლნ ლარის) ღირებულების კონტრაქტი 23 სექტემბერს გაფორმდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

დევნილთა 10 000-ლარიანი კომპენსაციების განაცხადების მონიტორინგი დაიწყო - როგორ მიმდინარეობს პროცესი?

დევნილთა 10 000-ლარიანი კომპენსაციების განაცხადების მონიტორინგი დაიწყო - როგორ მიმდინარეობს პროცესი?

BM.GE

საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება მთავრობის პრიორიტეტია | ირაკლი კობახიძე

საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება მთავრობის პრიორიტეტია | ირაკლი კობახიძე

BM.GE

„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა

„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა

BM.GE

მინისტრის მოადგილეები ქვეუწყებების ხელმძღვანელის და პრემიერის წარმომადგენლის ფუნქციის შეთავსებას შეძლებენ|კანონპროექტი

მინისტრის მოადგილეები ქვეუწყებების ხელმძღვანელის და პრემიერის წარმომადგენლის ფუნქციის შეთავსებას შეძლებენ|კანონპროექტი

BM.GE