მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება - შალვა პაპუაშვილი
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება - შალვა პაპუაშვილი

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება - შალვა პაპუაშვილი

BM.GE31 აგვისტო, 2026, 15:42|bm.ge

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება - პარლამენტს აღნიშნული თანამდებობა საშემოდგომო სესიაზე უნდა შეექმნა და სახელმწიფო მინისტრის პოსტი მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა. თუმცა, 27 აგვისტოს მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გაგრძელდება რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შერწყმის პროცესი.

“რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებასთან დაკავშირებით პროექტს, ჩვენ ამ სასესიო კვირაში ალბათ არა, მომდევნო სასესიო კვირაში გვექნება მსჯელობა. სახელმწიფო მინისტრის ეს პოზიცია აღარ შეიქმნება. იცით, რომ თავის დროზე დაანონსდა, რომ გაუქმდებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია. შეიქმნებოდა რეგიონული მიმართულებით. რაც შეეხება გაუქმებას, გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოსტი, არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის პოსტი. მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე - რატომ გადაიფიქრა მმართველმა ძალამ აღნიშნული თანამდებობის შექმნა, პაპუაშვილმა უპასუხა.

„თავიდანვე ითქვა, რომ ის ამოცანები, რომელიც მაშინ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახით დააკისრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა მდინარაძეს, ეს მისი პირადი შესაძლებლობებიდან გამომდინარე იყო და ის ფუნქცია მან ძალიან კარგად შეასრულა და ეს კოორდინაცია დღეს ძალიან კარგად არის აწყობილი. სურვილი იყო რომ რეგიონული მიმართულებითაც. იგივე გაკეთებულიყო კოორდინაციის მხრივ. იქიდან გამომდინარე რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ამის საჭიროება აღარ არის. რადგან მამუკა მდინარაძე ამ პოზიციაზე თავისი პირადი შესაძლებლობიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული. პოლიტიკურ გუნდში მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც გარკვეული საქმიანობის განხორციელების რესურსი აქვთ. სხვადასხვა უწყებების კოორდინაციის წარმოებისთვის ამას პოლიტიკური გამოცდილება და რესურსი სჭირდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეს ერთადერთი სახელმწიფო მინისტრის პორტფელი არაა, რომელიც მამუკა მდინარაძეს ეკავა, 2026 წლის 21 აპრილიდან 29 ივლისამდე მამუკა მდინარაძე წელს შექმნილ სტრუქტურას სამართალდამცავ უწყებათა კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს" ედგა სათავეში. მის ფუნქციებს სუს-ს; შსს-სა და პროკურატურას, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენდა. თუმცა, აქედან დაახლოებით სამ თვეში, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სამსახური არსებობას აღარ გააგრძელებდა, მდინარაძე კი ახალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა. 29 ივლისვე გახდა ცნობილი, რომ მდინარაძე ერთი თვით რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნებოდა, ხოლო სექტემბრიდან ახალი უწყების - სექტემბრიდან რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე უნდა ემუშავა. 27 აგვისტოს კი მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი სახელმწიფო მინისტრის ახალ პოსტს აღარ შექმნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხებზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავსიმედი
  • სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავსრუსთავი 2
  • ადმინისტრაცია: მაკრონმა კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვიაფორმულა
  • რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტი ვაკანტურიანეტგაზეთი
საკითხებზე →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

რამ განაპირობა ივლისში 8%-იანი ეკონომიკური ზრდა - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივლისში 8%-იანი ეკონომიკური ზრდა - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

მთავრობამ "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" სახეცვლილი პაკეტი მომავალ კვირაში უნდა წარადგინოს

მთავრობამ "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" სახეცვლილი პაკეტი მომავალ კვირაში უნდა წარადგინოს

BM.GE

ივლისში, მშენებლობის დარგში შემცირება დაფიქსირდა - საქსტატი

ივლისში, მშენებლობის დარგში შემცირება დაფიქსირდა - საქსტატი

BM.GE

მთავრობა რეგიონულ და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ აერთიანებს - შალვა პაპუაშვილი

მთავრობა რეგიონულ და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ აერთიანებს - შალვა პაპუაშვილი

BM.GE