მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია - Netgazeti
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია - Netgazeti

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია - Netgazeti

ნეტგაზეთი18 აგვისტო, 2026, 13:10|netgazeti.ge

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის დატოვა პოსტი გიორგი ქაჯაიამ.

„განახლებული ინფორმაცია, როგორც ჩანს, არ გაქვთ. ამ ეტაპზე ვაკანტურია ეს ადგილი. ბატონმა ქაჯაიამ სხვა სფეროში გადაინაცვლა და საკუთარი ნებით დატოვა ეს თანამდებობა“, — განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ქაჯაია 2024 წლის მარტში დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე. მან ჩაანაცვლა ზურაბ აბაშიძე, რომელიც მანამდე, 12 წლის განმავლობაში, იკავებდა აღნიშნულ პოსტს და ე.წ. პრაღის ფორმატში პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გრიგორი კარასინთან. ქაჯაიას აქტივობებისა და რუსეთთან დიალოგის ფორმატის გაგრძელების შესახებ არაფერია ცნობილი.

ქაჯაია მანამდე იყო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. გიორგი ქაჯაია ასევე მუშაობდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მრჩევლად.

ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • პრემიერი: აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა, ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდაიმედი
  • კომიტეტი: დეზინფორმაციული კამპანიით მცდელობაა, ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხიფორმულა
  • მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე შეიძლება დიდხანს არ იმუშაოსBM.GE
  • ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული საკითხი იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოკიდებულება მათ შორის მტერთან, ოკუპანტთან - ლაშა ფარულავარუსთავი 2
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

„იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ – ღარიბაშვილის ახალი წერილი ციხიდან

„იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ – ღარიბაშვილის ახალი წერილი ციხიდან

ნეტგაზეთი

ხმის უფლება ჩამოვართვათ რუსებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და უღალატეს – ცესკოს უფროსი

ხმის უფლება ჩამოვართვათ რუსებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და უღალატეს – ცესკოს უფროსი

ნეტგაზეთი

კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელა

კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი