მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოფლის მეურნეობის განვითარებას კვალიფიციური კადრები სჭირდება - დავით სონღულაშვილი
სოფლის მეურნეობის განვითარებას კვალიფიციური კადრები სჭირდება - დავით სონღულაშვილი

სოფლის მეურნეობის განვითარებას კვალიფიციური კადრები სჭირდება - დავით სონღულაშვილი

BM.GE16 აგვისტო, 2026, 02:31|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარებას კვალიფიციური კადრები სჭირდება, შესაბამისად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ თანამედროვე პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

სამინისტროს თანახმად, დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო, საწარმოო, სამეცნიერო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო.

დავით სონღულაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარე შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“, მარნეულის მუნიციპალიტეტში „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და კომპანია„ლომთაგორას“ მეურნეობა დაათვალიერა. მინისტრი გაეცნო პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებს, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და საკონსერვო პროდუქციის წარმოების პროცესს, ასევე ხორბლის წარმოებისა და სელექციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს.

„დღეს შესაძლებლობა გვქონდა, ადგილზე გავცნობოდით აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, ადგილობრივ გადამამუშავებელ წარმოებასა და ხორბლის სელექციის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას. ეს სამი მიმართულება მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქვეყნის აგრარული პოტენციალის უკეთ გამოყენებისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარებას კვალიფიციური კადრები სჭირდება, შესაბამისად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ თანამედროვე პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, რათა მომავალში სოფლის მეურნეობის განვითარებაში პროფესიონალებით შევძლოთ წვლილის შეტანა. ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ადგილობრივი წარმოება, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება და გავაფართოოთ ქართული აგროპროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"სოლიდუსზე" დამატებით მიწოდებას აღარ ვგეგმავთ - "რეპსოლი"

"სოლიდუსზე" დამატებით მიწოდებას აღარ ვგეგმავთ - "რეპსოლი"

BM.GE

2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვები $5 მლრდ იყო - TBC Capital

2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვები $5 მლრდ იყო - TBC Capital

BM.GE

ქურდობა, ნარკოტიკები, ძალადობა... - საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა

ქურდობა, ნარკოტიკები, ძალადობა... - საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა

BM.GE

"რეპსოლი" სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს - განცხადება

"რეპსოლი" სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს - განცხადება

BM.GE