მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეზერვები რეკორდულია, ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს... მადლობა ეკონომიკურ გუნდს, სებ-ს - კობახიძე
რეზერვები რეკორდულია, ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს... მადლობა ეკონომიკურ გუნდს, სებ-ს - კობახიძე

რეზერვები რეკორდულია, ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს... მადლობა ეკონომიკურ გუნდს, სებ-ს - კობახიძე

BM.GE8 მაისი, 2026, 19:11|bm.ge

"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რეზერვები რეკორდული, ლარის კურსი კი სტაბილურია, რისთვისაც ეროვნულ ბანკს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უნდა გადავუხადოთ მადლობა. მან ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დადებითი ტენდენციების ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აპრილში სავალუტო რეზერვები 154,2 მილიონი დოლარით შეავსო.

„შესაბამისად, რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ ნიშნულს 6,47 მილიარდ დოლარს. ლარის კურსი ინარჩუნებს სტაბილურობას. ამ ყველაფრისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ მთლიანად ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებლები, შევავსოთ დამატებით ჩვენი სავალუტო რეზერვები, ამისათვის გაკეთდება მაქსიმუმი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების ამსახველი სტატისტიკა გუშინ გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი ხდება რომ გასული თვის განმავლობაში რეზერვები მარტთან შედარებით 154 მილიონი დოლარით, 6.47 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, სავარაუდოდ სებ-მა განაგრძო სავალუტო რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა, თუმცა აღნიშნულის შესახებ დეტალური სტატისტიკა ცნობილი გახდება 27 მაისს, ხოლო იანვარ-მარტის სტატისტიკის თანახმად, სებ-ის წმინდა შესყიდვები 499.7 მილიონ დოლარს შეადგენდა. უშუალოდ მარტში კი სებ-მა 16 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც აღნიშნულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობას უკავშირდებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →ლარი →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE