მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეზერვების გამოთავისუფლება მეტ საშუალებას მისცემს ბანკებს, ბიზნესის დაკრედიტება გააძლიერონ - ძნელაძე
რეზერვების გამოთავისუფლება მეტ საშუალებას მისცემს ბანკებს, ბიზნესის დაკრედიტება გააძლიერონ - ძნელაძე

რეზერვების გამოთავისუფლება მეტ საშუალებას მისცემს ბანკებს, ბიზნესის დაკრედიტება გააძლიერონ - ძნელაძე

BM.GE8 მაისი, 2026, 23:37|bm.ge

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბანკებისთვის სარეზერვო ნორმების შემსუბუქებას დადებითი გავლენა ექნება ბიზნესის დაკრედიტებაზე.

როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა BMG-ის განუცხადა, უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ზედა ზღვრის 5 პროცენტული პუნქტით შემცირება ბანკებს 250 მლნ დოლარს გამოუთავისუფლებს, რაც კორპორაციული დაკრედიტების ტემპზე დადებით გავლენას იქონიებს.

რაც შეეხება სარეზერვო მოთხოვნების შემსუბუქების გავლენას უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებზე, ალექსანდრე ძნელაძის თქმით, გლობალურად გამკაცრებული საფინანსო პირობების გათვალისწინებით ამ მიმართულებით პროგნოზების გაკეთება რთულია.

“უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე რეზერვის 5%-ით შემცირდა, რაც პირდაპირ პროპორციულად გადადგმული ნაბიჯი არის, რომ ეკონომიკის დაფინანსება არ შეწყდეს და საბანკო სექტორისთვის ლიკვიდური სახსრები გამოთავისუფლდეს. რეზერვების გამოთავისუფლება უფრო მეტ საშუალებას მისცემს ბანკებს, რომ გააძლიერონ დაფინანსება. უკანასკნელი გამოთვლით დაახლოებით 250 მილიონი დოლარის გამოთავისუფლებაზე არის საუბარი. როგორც ვიცით, უკანასკნელ პერიოდში ძირითადი ზრდა იყო მსხვილ სესხებთან მიმართებაში და აღნიშნული კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ეკონომიკის დაფინანსებას. დადებითად შევაფასებთ რეზერვების შემცირების ნაწილს, რომელიც ირიბად ასევე კაპიტალის მოთხოვნაზეც აისახება.

რეზერვების გამოთავისუფლების ნაწილში უცხოურ ვალუტაში უფრო მეტი ლიკვიდობა გაჩნდა და, რა თქმა უნდა, ნაკლები მოთხოვნების რეჟიმში შესაძლებელია ვიხილოთ უცხოურ ვალუტაში მცირედით შემცირება საპროცენტო განაკვეთის. მაგრამ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება წელს ცოტა რთული პროგნოზის ნაწილია, იმ თვალსაზრისით, რომ დოლარში და ევროში უკანასკნელი რამდენიმე გადაწყვეტილებით აღარ შემცირებულა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც იმისი წინაპირობა არის, რომ შესაძლებელია, არ შემცირდეს, ან პირიქით, გაიზარდოს აღნიშნული პროცენტი”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით შეუმცირა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE