მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Rheinmetall-მა FV-014 კამიკაძე დრონების მასობრივი წარმოება დაიწყო
Rheinmetall-მა FV-014 კამიკაძე დრონების მასობრივი წარმოება დაიწყო

Rheinmetall-მა FV-014 კამიკაძე დრონების მასობრივი წარმოება დაიწყო

BM.GE15 მაისი, 2026, 03:11|bm.ge

თავდაცვითი ინდუსტრიის გერმანულმა გიგანტმა, Rheinmetall-მა FV-014 ტიპის კამიკაძე დრონების მასობრივი წარმოება დაიწყო. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა აღნიშნული გადაწყვეტილება აქციონერთა ონლაინ კონფერენციაზე გააჟღერა.

როგორც ირკვევა, ახალი ტიპის შეიარაღების სერიული წარმოება ქალაქ ნოისში მდებარე ქარხანაში განხორციელდება. როგორც ირკვევა, ამისთვის Rheinmetall-მა ავტონაწილების ყოფილი საწარმო გადააიარაღა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ FV-014 მოდელი სულ რამდენიმე თვეში, რეკორდულ დროში შეიქმნა. ის 100 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს და ჰაერში 70 წუთის განმავლობაში დარჩენა შეუძლია. დრონი 4-კილოგრამიანი საბრძოლო მასალით არის აღჭურვილი. ამასთან, თავად აპარატს გერმანიაში აწყობენ, ხოლო მის საბრძოლო ნაწილს იტალიაში აწარმოებენ. აღნიშნული მოდელი ერთჯერადი გამოყენების არის და მიზნად სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმების განხორციელებას ისახავს. FV-014 სპეციალური კონტეინერიდან ეშვება და სამიზნეს დამოუკიდებლად ეძებს. თუ დადგენილ დროში ობიექტის იდენტიფიცირება ვერ მოხდა, ის მართვად დაშვებას ასრულებს.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ბუნდესვერმა უკვე გააფორმა €300 მილიონის ($324 მლნ.) ღირებულების კონტრაქტი. აღსანიშნავია, რომ ჩარჩო ხელშეკრულება სამომავლოდ შეკვეთების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. საყურადღებოა, რომ გერმანული გიგანტი პირველი პარტიის დამკვეთისთვის მიწოდება მომავალი წლიდან შეძლებს.

რაც შეეხება, Rheinmetall-ის სხვა გეგმებს, ის ევროპაში ფრთოსანი რაკეტების წარმოების დაწყებასაც აპირებს. ცნობილი გახდა ისიც, რომ გერმანული კომპანია MSC-სთან პარტნიორობით რუმინეთში მდებარე მანგალიას გემთმშენებელი ქარხნის შეძენით არის დაინტერესებული. ამას გარდა, კომპანია Deutsche Telekom-თან ერთად კიბერშეტევებისა და დრონებისგან დამცავ ერთობლივ სისტემებზე იმუშავებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

BM.GE

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

BM.GE