მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რის შეცვლას ცდილობს კევინ უორში FED-ში?
რის შეცვლას ცდილობს კევინ უორში FED-ში?

რის შეცვლას ცდილობს კევინ უორში FED-ში?

BM.GE2 ივნისი, 2026, 23:23|bm.ge

როგორც ირკვევა, აშშ-ის ფედერალური რეზერვის ახალი თავმჯდომარე, კევინ უორში ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ინფლაციის ალტერნატიული მაჩვენებლების გათვალისწინებისკენ უბიძგებს.

გასულ კვირას გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სამომხმარებლო ინფლაციის ძირითადი ინდექსი (Core PCE), რომელიც სურსათისა და ენერგომატარებლების ცვალებად ფასებს გამორიცხავს, წლიურ ჭრილში 3.3%-მდე გაიზარდა. პარალელურად, ნაკლებად ცნობილი, ექსტრემალური საფასო ცვლილებებისაგან გაფილტრული, ე.წ. შეკვეცილი საშუალოს ინდექსი 2.3%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა, რაც საკმაოდ ახლოსაა მარეგულირებლის 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კევინ უორშმა აპრილში გამართულ კონგრესის მოსმენაზე ალტერნატიული საზომების აქტიურად გამოყენების ინიციატივა წარადგინა. აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის განცხადებით, მისთვის უპირატესია საბაზისო ინფლაციის ტენდენციის დადგენა და არა გეოპოლიტიკური ფაქტორებით გამოწვეული ფასების ერთჯერადი ცვლილებების ასახვა. უორში მიიჩნევს, რომ ტრადიციული საზომი ბაზარზე არსებულ დროებით ანომალიებს სრულყოფილად ვერ ფილტრავს.

რაც შეეხება მიმდინარე დინამიკას, აპრილში „შეკვეცილი საშუალოს“ მაჩვენებელი საბაზისო ინფლაციის ინდექსზე 0.7 პროცენტული პუნქტით დაბალი აღმოჩნდა, რაც ძირითადად ტარიფების გავლენის ქვეშ მოქცეული საქონლის ფასების ფილტრაციით არის განპირობებული.

ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, უორშს ახალი საზომი ეტალონის დანერგვა იმ მარტივი მიზეზით სურს, რომ ნავთობის გაძვირების გამო, ახლა ინფლაცია მკვეთრად არის გაზრდილი, რაც FED-ს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგებს, თუმცა თავად უორში ამჟამად განაკვეთის გაზრდას მხარს არ უჭერს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

McDonald’s-მა გლობალური განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა

McDonald’s-მა გლობალური განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა

BM.GE

ალბანეთში ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მდიდრული კურორტის პროექტს იძიებენ

ალბანეთში ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მდიდრული კურორტის პროექტს იძიებენ

BM.GE

რძის პროდუქტები, ხე-ტყის მასალა, სპირტიანი სასმელები, ღვინო... - რით ვაჭრობს საქართველო ბელარუსთან?

რძის პროდუქტები, ხე-ტყის მასალა, სპირტიანი სასმელები, ღვინო... - რით ვაჭრობს საქართველო ბელარუსთან?

BM.GE

სად არის ყველაზე სწრაფი რკინიგზა და მატარებლები?

სად არის ყველაზე სწრაფი რკინიგზა და მატარებლები?

BM.GE