მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების სერტიფიცირება სახელმწიფოს საქმე არ არის - ვანო ვაშაყმაძე
რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების სერტიფიცირება სახელმწიფოს საქმე არ არის - ვანო ვაშაყმაძე

რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების სერტიფიცირება სახელმწიფოს საქმე არ არის - ვანო ვაშაყმაძე

BM.GE27 მაისი, 2026, 13:13|bm.ge

“ტურიზმის შესახებ” კანონში ცვლილებათა ახალი პაკეტის მიხედვით, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები 2026 წლის 1 ივნისიდან სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან. ამასთან, კერძო სადაზღვევო სექტორთან და სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან კონსულტაციების საფუძველზე, იცვლება სავალდებულო დაზღვევის მოდელი. თუ ძველი ვერსიით, ყველა მიმწოდებელს მოეთხოვებოდა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, ახალი პროექტით მთავრობის დადგენილებით დიფერენცირებულად განისაზღვრება, თუ რომელ სუბიექტს დასჭირდება მხოლოდ პროფესიული, მხოლოდ სამოქალაქო, თუ ორივე სახის დაზღვევა ერთად.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობების სერტიფიცირება სახელმწიფო ჩინოვნიკის საქმე არ არის.

“მაღალი რისკის პროფესიების საქმიანობა თითქმის 20-30 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა საქართველოში. ერთის მხრივ დღეს არსებობს აკრედიტებული სასწავლო ინსტიტუცია, რომელსაც აქვს საერთაშორისო აღიარება. არსებობს პროფესიული ასოციაცია, რომელიც უბრალოდ კი არ არის გამაერთიანებელი, არამედ აქვს საერთაშორისო ასოციაციის წევრობის აკრედიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია…

რა თქმა უნდა, მთას რისკი მოჰყვება და ამიტომ არის ეს [სერტიფიცირების] მოთხოვნა აუცილებელი, მაგრამ ეს საქმე უნდა აკეთოს არა ჩინოვნიკმა, სახელმწიფოს მიერ დასმულმა მენეჯერმა, არამედ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ამის წლობით გამოცდილება და შეიძლება დღეს აღარ არიან ბიზნესში, მაგრამ მოტანილი ცოდნით ქმნიან გარკვეულ ბაზას. ანუ ავტორიზაციის ორგანო ერთია, ხოლო ავტორიზაციის ორგანოს მიერ შერჩეული მასერტიფიცირებელი ჯგუფი კიდევ მეორეა.

მაგალითად, შვეიცარიაში ეს მუნიციპალურ დონეზე წყდება და მუნიციპალიტეტი, რომელიც იძლევა სამუშაო უფლებას გიდისთვის მთაში, ეკითხება მთის გიდების ასოციაციას, რომ ესა თუ ის ადამიანს აქვს თუ არა შესაბამისი ცოდნა. ის ამას დოკუმენტურადაც ამოწმებს, ტესტირებითაც და მერე ეუბნება მუნიციპალურ ორგანოს, რომ აი ამას უფლება აქვს. ანუ ეს არის ჯაჭვი ხარისხის, კომპეტენციისა და ავტორიზაციის აწყობის ერთმანეთთან.

ეს სქემები ამ კანონპროექტში გარკვეულწილად დევს, ოღონდ, როგორც ყველა კანონპროექტს, მას სჭირდება რეგულირების მექანიზმი. რეგულირების მექანიზმი, რამდენადაც მე ვიცი, ჯერჯერობით შექმნილი არ არის. ანუ კანონი შეიყვანო ძალაში და აამოქმედო ისე, რომ რეგულირების მექანიზმი არ გაქვს, ძალიან საშიში საქმეა, იმიტომ რომ უბრალოდ შეიძლება გააფუჭო ყველაფერი. მე არ ვიცი დღეს რა ეტაპზე იმყოფება ამ თვალსაზრისით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც ავტორიზებულია, რომ იყოს ამ საქმის არა მარტო ლობისტი, არამედ ამ კანონის ასე ვთქვათ ჭირისუფალი, მეპატრონე. ეს კანონი ივნისიდან უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ ივნისიც მოვიდა და მე არ ვიცი ამ მიმართულებით რა ხდება”,-აცხადებს ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ვანო ვაშაყმაძე.

კანონპროექტის მიხედვით, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების უსერტიფიკატოდ განხორციელებისთვის 3 000-დან 6 000 ლარამდე ჯარიმაა განსაზღვრული.

გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილება ეხება იმ რეგულაციების ცვლილებებს, რომელთა ამოქმედების თარიღად, მოქმედი „ტურიზმის შესახებ“ კანონით 2026 წლის 1 ივნისია განსაზღვრული, პარლამენტი “ტურიზმის შესახებ” კანონის ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი სასტუმროების კლასიფიკაციის სტანდარტების დაახლოებაზე მუშაობენ - ინტერფაქსი

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი სასტუმროების კლასიფიკაციის სტანდარტების დაახლოებაზე მუშაობენ - ინტერფაქსი

BM.GE

ვიმედოვნებთ, ITB China ახალ რეისებთან ერთად, შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტების ზრდას - ნადარეიშვილი

ვიმედოვნებთ, ITB China ახალ რეისებთან ერთად, შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტების ზრდას - ნადარეიშვილი

BM.GE

როგორ შეეძლებათ მსურველებს დიპლომატიის აკადემიაში ჩაბარება? - მინისტრის მოადგილის განმარტება

როგორ შეეძლებათ მსურველებს დიპლომატიის აკადემიაში ჩაბარება? - მინისტრის მოადგილის განმარტება

BM.GE

S&P 500-ის და Nasdaq-ის შეფასება ახალ რეკორდზე ავიდა

S&P 500-ის და Nasdaq-ის შეფასება ახალ რეკორდზე ავიდა

BM.GE