მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. RKENA საქართველოში PFL-ს მასპინძლობს: ტემპო ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი გახდა
RKENA საქართველოში PFL-ს მასპინძლობს: ტემპო ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი გახდა

RKENA საქართველოში PFL-ს მასპინძლობს: ტემპო ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი გახდა

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 12:51|bm.ge

2026 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლე რეგიონის MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს. ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია RKENA მსოფლიოს წამყვან ამერიკულ ლიგას - PFL-ს (Professional Fighters League) მასპინძლობს. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე RKENA-ს ოფიციალური პარტნიორი დეველოპერული კომპანია Tempo იქნება.

ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი 15 ბრძოლას იხილავს. მთავარი ყურადღება RKENA-სა და PFL-ის ათლეტების პირდაპირ დაპირისპირებაზე იქნება მიპყრობილი, სადაც ქართველ მებრძოლებს (მათ შორის ნიკოლოზ აბრამიშვილსა და რუსლან ბოლქვაძეს) საერთაშორისო დონის მეტოქეებთან საკუთარი ძალების გამოცდის შესაძლებლობა ეძლევათ. 2025 წელს დაფუძნებულმა RKENA-მ უკვე ჩაატარა სამი ღონისძიება, ხოლო PFL-თან კოლაბორაცია ორგანიზაციისთვის საერთაშორისო მასშტაბზე გასვლის სერიოზული განაცხადია.

ტემპოსთვის RKENA-ს მხარდაჭერა ლოგიკური ნაბიჯია, რადგან პროექტის ირგვლივ არსებული მთავარი პრინციპები - პროგრესი, ახალგაზრდა სპორტსმენების პროფესიული განვითარება და პასუხისმგებლობიანი მიდგომა ადგილობრივი სპორტული ეკოსისტემის მიმართ - ორივე ორგანიზაციისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

ტემპოსა და RKENA-ს თანამშრომლობა მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული ღონისძიების მხარდაჭერას, არამედ რეგიონში MMA-ის კულტურის განვითარებასა და ქართველი ათლეტებისთვის გლობალური შესაძლებლობების შექმნას. 17 ოქტომბერს სპორტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიება ამ პარტნიორობის პირველი მსხვილი გამოცდა იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო ე.წ საბუღალტრო ჰაბია - რის ხარჯზე იზრდება საქართველოს IT სექტორი?

საქართველო ე.წ საბუღალტრო ჰაბია - რის ხარჯზე იზრდება საქართველოს IT სექტორი?

BM.GE

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

12 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

12 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE